აი რა წარმოადგენს სინამდვილეში ორგანიზმში კიბოს უჯრედების ზრდა-გამრავლებას. ყურადღებით!

აი რა წარმოადგენს სინამდვილეში ორგანიზმში კიბოს უჯრედების ზრდა-გამრავლებას. ყურადღებით!
საკვები ან შხამია, ან მკურნალი! სწორი კვება ყველასათვის აუცილებელია!

დარწმუნებული ხართ რომ სწორად იკვებებით? საკვებს შეუძლია სერიოზული ზიანი მოგაყენოთ! თუმცა ყოველთვის არა, სწორი კვებით სერიოზული დაავადებებისაგან განკურნებაც შესაძლებებლია.

გაიგეთ, რომელ საკვებს უნდა ერიდოთ, რათა ორგანიზმში კიბოს უჯრედების ჩამოყალიბებისაგან დაიცვათ თავი.

რაფინირებული შაქარი

კიბოს უჯრედები რაფინირებული შაქრით იკვებებიან! მათ გასამრავლებლად სწორედ ეს პროდუქტია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მას ტკბილი გემო აქვს, ის ორგანიზმში მჟავურ ფონს წარმოქმნის.

გენომოდიფიცირებული პროდუქტები

მსოფლიოში ყველაზე აქტუალური თემა - გენომოდიფიცირებული საკვები. ისინი ზიანის გარდა, სხვა არაფრის მომტანია. მათ არანაირი სარგებელი არ გააჩნიათ. FDA კი ამტკიცებს, რომ ისინი უბრალოდ გენეტიკურადაა შეცვლილი და ორგანიზმს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ეს დასაჯერებელი ნამდვილად არ არის.

მიკრო ღუმელში დამზადებული ბატიბუტი

მართალია პოპკორნის დამზადება მიკროღუმელში მარტივია, მაგრამ ამავდროულად ძალიან მავნებელია, როგორც საკვები საშუალება. შეიცავს უამრავ ქიმიურ ნივთიერებას და თუკი სიმინდის მარცვალს, რაიმე სასარგებლო გააჩნია, მისი ამგვარი დამუშავებისას - ყველაფერს კარგავს და გვრჩება მხოლოდ - არომატიზატორებით გაჯერებული კანცეროგენი.

თუ მაინცა და მაინც გსურთ, ფილმის ყურებისას, გემრიელი რამით შეიქციოთ თავი, მოამზადეთ ბატიბუტი სახლში. დაგჭირდებათ მხოლოდ , სიმინდის მარცვლების ყიდვა, ტაფის კარგად გახურება, ცოტაოდენი ცხიმის დამატება და 5 წუთში მზადაა!

ჩიფსი

დაგეთანხმებით გემრიელია! მაგრამ მათი შემადგენლობა საკმაოდ საშიშია ორგანიზმისათვის. ის არამარტო კიბოს უჯრედების წარმოქმნას, არამედ სხვა სერიოზული დაავადებების გამომწვევი მიზეზიც შეიძლება იყოს. მის შემადგენლობაში უხვადაა აკრილამიდომი და მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებისას, მისი პროდუქტში შემცველობა 910-ჯერ მატულობს. ასევე გაჯერებულია ხელოვნური არომატიზატორებით, საღებავებით და კონსერვანტებით! მოკლედ საერთოდ ამოაგდეთ ეს პროდუქტი მოხმარებიდან!

შებოლილი სახის ყველა პროდუქტი!

ძეხვეული, ლორი, სოსისი და ყველა ხორცეულისაგან მზა პროდუქტი შეცავს უამრავ ნიტრატს. მათში უხვადაა ორგანიზმისთვის უსარგებლო ნივთიერებები. იწვევს ჭარბ წონას და საერთოდ უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე. ბოლოს ჩატარებული კვლევების მიხედვით, მათი რეგულარული მოხმარება იწვევს კიბოს!

ტკბილი გაზიანი სასმელები.

მათი მწარმოებლები არც მალავენ მათი მავნებლობის შესახებ! შემადგენლობა ბოთლის გარეკანზეცაა გამოტანილი და ნათლად წერია თუ რა არის მათ შემცველობაში: საღებავი, არომატული ესენციები, მჟავა (კონსერვანტი) დიდი რაოდენობით შაქარი, ნახშირმჟავური გაზი და უბრალო წყალი. ნამდვილად მავნებელი პროდუქტია! არჩევანს კი ისევ თქვენ აკეთებთ!

დახუფული (კონსერვის) პომიდორი

პომიდორი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. დახუფული პომიდორის კი რა მოგახსენოთ?! შეიცავს მჟავებს, რომლებიც რკინის ჭურჭელტან რეაქციაში შედის, ეს უკანასკნელი კი ბისფენოლისაგან (bpa) არის დამზადებული. სწორედ ესაა სერიოზული დაავადების გამომწვევი ნივთიერება და ასევე დნმ-ის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს!

რჩევაა: იკვებეთ ჯანსაღი საკვებით და გაიხანგრძლივებთ ცხოვრებას. ნუ გაირთულებთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას!