დ. ჯარვისის რჩევით და მკურნალობით 7 წლიანი უშვილობის შემდეგ წყვილს ჯანმრთელი ბავშვი შეეძინა.

დ. ჯარვისის რჩევით და მკურნალობით  7 წლიანი უშვილობის შემდეგ  წყვილს ჯანმრთელი ბავშვი შეეძინა.
დ. ჯარვისის მეგობარი მედიკოსი წუხდა, რომ ბავშვი არ ჰყავდა, არადა 7 წელი იყო გასული ქორწინებიდან. ცოლ - ქმარს ძალიან უნდოდათ ბავშვი, მაგრამ უკვე შეგუებულნი იყვნენ იმ აზრს, რომ იგი მათ არ ეყოლებოდათ. რადგანაც ისინი ჯანმრთელნი იყვნენ, ქმარი ვერ ხვდებოდა, რატომ არ ჰყავდათ ბავშვი.

ჯარვისის რჩევით მათ საკვებად ხორბლის პურისა და ბურღულის მაგივრად სიმინდისა და შვრიის ბურღულის, ჭადისა და ჭვავის პურის მიღება დაიწყეს, შაქრის მაგივრად თაფლს მიირთმევდნენ, ხილიდან კი - ფორთოხალსა და გრეიპფრუტს. თითოეული ჭამის დროს სვამდნენ ერთ ჭიქა წყალს 2 ჩ/კ თაფლისა და 2 ჩ/კ ვაშლის ძმრის დამატებით, ყოველდღიურად ღებულობდნენ კალიუმს. ყოველივე ამის შედეგად ცოლი დაფეხმძიმდა და ამ წყვილს ჯანმრთელი ბავშვი შეეძინა.

რაც შეეხება მომავალი დედისათვის მჟავის საჭიროებას, ამ მხრივ მას ფართო არჩევანი აქვს:
მჟავას შეიცავს საკვები მცენარეულობა, ხილი, კენკრა და საჭმელად ვარგისი ფოთლეულობა. თუ ზემოთ ჩამოთვლილი საკვები უარყოფიდან მოქმედებს, მჟავის უკმარისობა შეიძლება შევავსოთ ერთ ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩ/კ ვაშლის ძმრის მიღებით ყოველ დილით უზმოზე. ეს ნარევი გვიქრობს დილაობით გულისრევის შეგრძნებას. დღის განმავლობაში უნდა დავლიოთ ერთი ჭიქა შტოშის, ვაშლის ან ყურძნის წვენი.

მომავალი დედა, რომელიც ყოველდღიურ საჭმელთან ერთად ბუნების მიერ ნაბოძებ საკვებ ელემენტებს ღებულობს, ბავშვის დაბადებისას უნდა ელოდოთ შემდეგ შედეგებს: ბავშვს ისეთი ხშირი თმა ექნება, რომ დაბადების დღესვე გაკრეჭა დასჭირდება; თითებზე ექნება მაგარი და საკმაოდ რძელი ფრჩხილები, ასე რომ, საჭირო გახდება ფრჩხილების დაჭრაც; ბავშვს ექნება ძლიერი მუსკულატურა, დედას კი ბევრი რძე - ბავშვის კვებისათვის; ამ დროს ბავშვი კარგად მოინელებს საკვებს და კუჭის მოქმედებაც ნორმალური გაუხდება; მისი ორთავე ყბა ნალის მსგავს ფორმას მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს მათზე სწორი კბილების თანაზომიერად ამოჭრას და რაც ყველაზე მთავარია, ბავშვი გამორჩეული იქნება კარგი გონებრივი უნარით. ბავშვის კბილების მდგომარეობის მიხედვით შეიძლება განვსაზღვროთ, იყო თუ არა დედის კვება სრულფასოვანი. კბილები ყალიბდება მუცლადყოფნის პერიოდში და დაბადებისას ღრძილების შიგნით იმყოფება. ნაყოფის განვითარების კარგი პირობების შემთხვევაში, დაბადების შემდგომ არასაკმარისი კვება დიდ გავლენას ვერ მოახდენს ბავშვის ორგანიზმზე. მუცელში განვითარების პირობები - ეს საფუძველია, თუმცა ამას ხშირად როდი ანიჭებენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ცივილიზებული თანამედროვენი.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური