მე ბისკვიტებს აღარ ვაცხობ: ფუმფულა მანიკი კვერცხის გარეშე უბრალოდ საოცრებაა!

მე ბისკვიტებს აღარ ვაცხობ: ფუმფულა მანიკი კვერცხის გარეშე უბრალოდ საოცრებაა!
შოკოლადის უკვრცხო მანიკი (სამარხვო).მანიკი რომ არ გიყვარდეს არ შეიძლება. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ნამცხვარი ყოველთვის გამოდის და არ გიფუჭდებათ. შედგამ აერღუმელში ნარევს (რაც კი გაგაჩნია მაცივარში) და ცოტა ხანში გამოგაქვთ ფუმფულა , კარგად გაფუებული გემრიელობა.
გთავაზობთ ერთ ერთ ვარიანტს კვერცხის, რძისა და მაწვნის გარეშე< სურვილის მიხედვით ნამცხვარში შეიძლება აურიოთ დარიჩინი და ილი.შეიძლება ნიგვზის არევაც

ინგრედიენტები:
  • მანის ფხვნილი - 200გრ.
  • ფქვილი - 200გრ
  • წყალი - 180მლ.ლ
  • შაქარი - 180-200გრ
  • კაკაო - 4 სადილის კოვზი
  • გამაფხვიერებელი - 10გრ.
  • ვანილი - 10გრ
  • ზეთი - 120მლ.ლ
  • ქიშმიში - გემოვნებით


მომზადება:
  1. მანის ფხვნილი, შაქარი და ვანილი აურიეთ ერთმანეთში და დადგით 2-3 საათოთ დასალბობად, თუ გამოცხობა გსურთ დილიდან მან დააყენეთ საღამოს, გადააფარეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში


  2. დამბალ მანის დაასხით ზეთი და კაკო და აურიეთ, ამ ეტაპზე შეგიძლიათ გაუკეთოთ ქიშმიში



  3. მანის ჯამზე დააყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, აურით კარგად.



  4. საცხობ ფორმას მოუსვით ზეთი მოაყარეთ თხლად ფქვილი და გადაიღეთ ცომი მასზე.შედგით ცომი აერღუმელში რომელიც გაცხელებულია 190 გრადუსზე, გამოაცხეთ 40-50 წუთი მზად არის თუ არა ნამცხვარი გასინჯეთ ხის ჩხირით.


გამზადებულ მანიკს მოაყარეთ შაქრის პუდრა ან მოასხით შოკოლადის გლაზური. ასევე შეიძლება ბისკვიტი გაჭრათ შუაზე და მოუსვათ ჯემი ან მურაბა, გამოგივათ სრულფასოვანი ტორტი.