როგორ მოვამზადოთ თურქული ტკბილეული მანის ბურღულით?
თუ ერთხელ მაინც გაგისინჯავთ თურქული ტკბილეული Sobiyet, მაშინ მისი გემო აუცილებლად გემახსოვრებათ. თუ გსურთ, თავადაც შეძლოთ მისი მომზადება, fpaparazzi რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. მოამზადეთ ცომი. იოგურტი აურიეთ 1 ჭიქა ზეთთან და კვერცხთან ერთად. დაუმატეთ 1 ს.კ ლიმონის წვენი. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, რომელშც წინასწარ აურევთ გამაფხვიერებელსა და მარილს. მოზილეთ ელასტიური ცომი.
2.ცომი გაყავით 24 თანაბარ ნაწილად და გააკეთეთ ბურთები. მოაყარეთ თავზე სახამებელი (სულ 2-3 ჩაის კოვზი), გადააფარეთ ჩაის ტილო და ერთი საათით დადგით თბილ ადგილას.
3. მოამზადეთ გულსართი. ერთმანეთში აურიეთ 3 ჭიქა შაქარი, ვანილი, მანი და 1 ჩ.კ სახამებელი. ნელ-ნელა დაუმატეთ რძე და დადგით დაბალ ცეცხლზე. გამუდმებით ურიეთ და როდესაც ადუღდება, გადმოდგით. აცადეთ გაციება.
4. ცალკე ჯამში ჩაასხით წყალი და დარჩენილი შაქარი, დადგით ცეცხლზე და ადუღებიდან 10 წუთის განმავლობაში ხარშეთ. დაუმატეთ ლიმონის წვენი, მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ გააცივეთ.
5. ცომის თითოეული ნაჭერი ძალიან თხლად გააბრტყელეთ და კვლავ მოაყარეთ სახამებელი და 12 ცალი ცომის გუნდა ამ თანმიმდევრობით ერთმანეთზე დააწყვეთ.
6. შემდეგ ერთიანად გააბრტყელეთ და კვადრატის ფორმა მიეცით.
7. კარაქი დაადნეთ და აურიეთ დარჩენილ ზეთთან. წაუსვით ცომის კვადრატებს . შემდეგ მოათავსეთ გულსართი და კაკლის ლებანი და გადაკეცეთ.
8. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი. დააწყვეთ სამკუთხედები. აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20- 25 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით
საჭირო მასალა:
- იოგურტი 1ჭიქა
- კვერცხი 2ცალი
- გამაფხვიერებელი 1ჩ/კ
- ფქვილი 4 ჭიქა
- შაქარი 3 ჭიქა
- სახამებელი 8 ჩ/კ
- კაკალი 6 ცალი
- კარაქი 75 გ
- მცენარეული ზეთი 1.25 ჭიქა
- მარილი 1ჩ/კ
- ლიმონის წვენი 2ს/კ
- რძე 2 ჭიქა
- მანის ბურღული 2 ს/კ
- ვანილი 1 ჩ/კ
- წყალი 2/5 ჭიქა