ფუმფულა დონატები საფუვრის გარეშე
გიყვართ დონატები? მუდმივად ზრუნავთ საკუთარ წონაზე? მაშინ fpaparazzi დაბალკალორიული დონატების რეცეპტს გთავაზობთ საფუვრის გარეშე.
საჭირო მასალა:
ფქვილი- 400გ
კვერცხი- 3ცალი
შედედებული რძე-1 ქილა
მცენარეული ზეთი- 0,5 ლ
მწიკვი მარილი
გამაფხვიერებელი- 1 შეკვრა
ვანილი-1 შეკვრა
მომზადების წესი:
1. კვერცხი ათქვიფეთ. დაუმატეთ შედედებული რძე, კარგად აურიეთ და გათქვიფეთ.
2. ფქვილი გაცერით, დაუმატეთ გამაფხვიერებელი, ვანილი და მარილი.მოზილეთ ცომი. დაუმატეთ ცოტა მარილი და გააჩერეთ.
3. ცომი არ უნდა იყოს მკვრივი. ის ელასტიური და ფუმფულა უნდა იყოს.
4. ქვაბში ჩაასხით ზეთი და კარგად გაახურეთ.მიეცით ცომს სასურველი ფორმა და ჩაუშვით ქვაბში. მზადაა, რიდესაც ორივე მხრიდან ოქროსფერი გახდება.
5. ქვაბიდან ამოღების შემდეგ დონატები დააფინეთ ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ. შემდეგ კი ზემოდან მოაყარეთ შაქრის ფუდრა ან დამდნარი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით!