ვიტამინის დეფიციტი: 7 სიმპტომი, რომლის დანახვა შეიძლება სახეზე
არ უგულებელყოთ ეს ნიშნები!
ვიტამინის დეფიციტი ჩვეულებრივ გამოწვეულია არასწორი ან გაუწონასწორებელი კვებით. ამისდა მიუხედავად, ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტ მიდრეკილებას ავლენს დაავადებებისადმი და, ამიტომ, არის იმის ალბათობა, რომ ქვემოთ ხსენებულ 7 სიმპტომს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მიზეზი. თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ ნებისმიერ სხვა უსიამოვნო სიმპტომებს, ვინაიდან ვიტამინის დეფიციტს ხშირად თან ახლავს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუარესება.
როგორც ხედავთ, თქვენი სახე ბევრს საუბრობს იმაზე, რაც თქვენს სხეულს აკლია. რა თქმა უნდა, თქვენ პირველ რიგში ყოველთვის უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის და მხოლოდ შემდეგ მიიღოთ დანამატები, თუ თქვენ მართლაც იტანჯებით ვიტამინის ნაკლებობის გამო.
ვიტამინის დეფიციტი ჩვეულებრივ გამოწვეულია არასწორი ან გაუწონასწორებელი კვებით. ამისდა მიუხედავად, ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტ მიდრეკილებას ავლენს დაავადებებისადმი და, ამიტომ, არის იმის ალბათობა, რომ ქვემოთ ხსენებულ 7 სიმპტომს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მიზეზი. თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ ნებისმიერ სხვა უსიამოვნო სიმპტომებს, ვინაიდან ვიტამინის დეფიციტს ხშირად თან ახლავს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუარესება.
- მგრძნობიარე ღრძილები
თუ ბოლო დროს თქვენ უჩივით სისხლდენებს ღრძილებში ან თქვენი კბილები ცოტათი ირხევიან, ეს შეიძლება იყოს C ვიტამინის დეფიციტის შედეგი. ამ სიმპტომების გარდა, არის მოწამვლის მომეტებული რისკი და ჭრილობების სუსტი შეხორცება. ჯანსაღი იმუნური სისტემის მნიშვნელობის გარდა, ვიტამინი C აუცილებელია კოლაგენის წარმოებისა და ძლიერი შემაერთებელი ქსოვილების დაცვისათვის. ციტრუსები, ისპანახი, წიწაკა, ბროკოლი, მწვანე კომბოსტო და მოცხარი გაჯერებული არიან C ვიტამინით და უნდა იყვნენ ჩართული თქვენს რაციონში, თუ კი თქვენ იტანჯებით მისი ნაკლებობის გამო. - ფერმკრთალი კანი
თუ თქვენ გაქვთ არაბუნებრივად ფერმკრთალი კანი, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ B12 ვიტამინის საკმარის რაოდენობას არ იღებთ. მდგომარეობის სიმძიმისდა მიხედვით ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული სიმპტომები, როგორიცაა დემენცია, დამბლა ან თქვენი ნერვული სისტემის დაზიანება. თუ თქვენ იტანჯებით გამოფიტვის, ინფექციების ან ცვალებადი განწყობის გამო, როდესაც თქვენი კანი არის ფერმკრთალი, ამის ყველაზე სავარაუდო მიზეზია ვიტამინების ნაკლებობა. ვიტამინი B12 ძალზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი მეტაბოლიზმისათვის, აგრეთვე სისხლის წარმოებისა და უჯრედების გაყოფისათვის. მისი მიღება თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, ამიტომ თქვენ თვალყური უნდა ადევნოთ B12 ვიტამინის მოხმარებას და საჭიროების შემთხვევაში მიიღოთ დანამატები. დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით, ჩართეთ თქვენს რაციონში ღვიძლი, ძროხის ხორცი, ხამანძკა, კალმახი და ქაშაყი. - მშრალი თმები
თმების რეგულარულმა შეღებვამ, შრობამ და გამართვამ შეიძლება გამოიწვიოს მათი სიმშრალე. თუ თქვენ თავიდან აიცილებთ ამ ქმედებებს და რეგულარულად მოეპყრობით თმებს საჭირო პროდუქტებით, პრობლემა სწრაფად უნდა გაქრეს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ თქვენ შესაძლოა გაკლდეთ ბიოტინი. მყიფე ფრჩხილები - აი ამ ნაკლებობის კიდევ ერთი ნიშანი. ამის თავიდან ასაცილებლად, რაციონს დაამატეთ ბიოტინით გაჯერებული საკვები, როგორიცაა სოიო, ლობიო, პომიდორი, კვერცხი ან შვრია. - ბზარები პირის კუთხეებში
იტანჯებით თქვენ ამ სიმპტომისგან იმის გარდა, რომ უჩივით ფერმკრთალ ტუჩებს, თმის ცვენას, დაღლილობას ან გულმავიწყობას? მაშინ, თქვენ, ალბათ გაქვთ რკინის ნაკლებობა. ეს ელემენტი მნიშვნელოვანია თქვენს სხეულში ჟანგბადის მიმოსვლისათვის, ასევე ჰემოგლობინისა და ერიტროციტების წარმოებისთვის. ღორის ღვიძლი, შვრია, ღვიძლი, ოსპი და მელისყურა განსაკუთრებით მდიდარია რკინით. - აკნე
ისეთი პრობლემები, როგორიცაა აკნე, ეგზემა, ჭრილობების ცუდი შეხორცება და კანის სიმშრალე, შეიძლება გამოწვეული იყვნენ თუთიის დეფიციტით. ეს ელემენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღი იმუნური სისტემის შენარჩუნებაში, აგრეთვე უჯრედების გაყოფასა და მათ ჩანაცვლებაში. თუ თქვენ გაწუხებთ განსაკუთრებით ცუდი წყლულები ან მუწუკები, შეიძლება ღირდეს თუთიის მალამოს გამოყენება დაზარალებულ ადგილებში. მიუხედავად ამისა, ყოველთვის უკეთესია სისხლში თუთიის დონის შენარჩუნება საკვების მიღების გზით. ხორბლის ქატო, ხამანწკა, ედამის ყველი, ხბოს ღვიძლი და გოგრის თესლი განსაკუთრებით მდიდარია თუთიით. - დასივებული ქუთუთოები
ხშირად ხდება, რომ ქუთუთოები დროდადრო სივდებიან, მაგალითად, თუ თქვენ ახლახან იტირეთ. მაგრამ, თუ თქვენ ამჩნევთ მათ მუდმივ შეშუპებას, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ თქვენ განიცდით იოდის დეფიციტს. იმის გამო, რომ იოდი მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის სწორი მუშაობისათვის, დეფიციტს შეიძლება ჰქონდეს სერიოზული შედეგები, როგორიცაა არასაკმარისი ტირეოიდა, ფარისებრი ჯირკვლის კვანძები და თუნდაც ფარისებრი ჯირკვლის კიბო. სწორედ ამიტომ, თქვენ თქვენს რაციონში უნდა უზრუნველყოთ იოდის საკმარისი რაოდენობა და რეგულარულად მიიღოთ რძის პროდუქტები, შტოში და ზღვის პროდუქტები. თუ თქვენ განიცდით გადამეტებულ დაღლილობას, თმის ცვენას ან ცუდ განწყობას, თქვენ უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან თქვენ შეიძლება გქონდეს ფარისებრი ჯირკვლის დაბალი აქტივობა. - ნაოჭები
როდესაც ჩვენ ვბერდებით, სრულიად ნორმალურია, რომ სულ უფრო მეტი ნაოჭი ჩნდება ჩვენს სახეებზე. მაგრამ თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ ბევრი ნაოჭი გაგიჩნდათ დროის მოკლე პერიოდში, მაშინ ეს შეიძლება იყოს E ვიტამინის დეფიციტის შედეგი. ნაოჭების გაჩენის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ვიტამინი E ხელს უწყობს ჟანგვითი სტრესის შემცირებას და უჯრედების დაცვას. როდესაც თქვენს სისტემაში არ არის საკმარისი ვიტამინი E, კოლაგენის წარმოება შეფერხებულია; კოლაგენის ნაკლებობა ამცირებს კანის ელასტიურობას, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ ნაოჭები წარმოიქმნება. გარდა ამისა, ვიტამინი E მნიშვნელოვანია საიმედო იმუნური სისტემის, ნაყოფიერებისთვის და თვალის ჯანმრთელობისთვის. ვიტამინი E გვხვდება კაკალში, მთელმარცვლოვან პროდუქტებში, ნუშში და მცენარეულ ზეთებში (მაგალითად, ზეითუნის ზეთში, მზესუმზირის ზეთში).
როგორც ხედავთ, თქვენი სახე ბევრს საუბრობს იმაზე, რაც თქვენს სხეულს აკლია. რა თქმა უნდა, თქვენ პირველ რიგში ყოველთვის უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის და მხოლოდ შემდეგ მიიღოთ დანამატები, თუ თქვენ მართლაც იტანჯებით ვიტამინის ნაკლებობის გამო.