რევმატიზმის და რადიკულიტის სამკურნალო უებარი წამალი, 2 - 3 პროცედურის შემდეგ ტკივილები სრულიად ქრება
გავა - წელის რადიკულიტი ცნობილია აგრეთვე ხერხემლის ოსტეოქონდროზის, იშიაზის და დისკოზის სახელწოდებით. ავადმყოფური მოვლენები უხშირესად იმის შედეგად აღმოცენდება, რომ ხერხემლის მალთაშუა ხრტილები გადაგვარებითი ცვლილებების შედეგად მექანიკურ გამძლეობას კარგავენ, იჭედებიან, მათი კიდე გარეთ გამოდის, რაც იწვევს ტკივილს და მოძრაობითი ფუნქციის მოშლას.
დამახასიათებელია მწვავე ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ იწყება წელის არეში და თანდათანობით ვრცელდება ქვედა კიდურის უკანა ზედაპირზე (საჯდომი ნერვის მიმართულებით ), ან უფრო იშვიათად, ბარძაყის წინა ზედაპირზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ფესვია დაზიანებული - საჯდომი თუ ბარძაყის ნერვის. ტკივილი მღრღნელი ხასიათისაა და ღამით მწვავდება.
რევმატიზმი ე.წ. ინფექციურ - ალერგიულ დაავადებებს ეკუთვნის, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი იწყება ინფექციასთან დაკავშირებით, შემდეგ კი დაავადება გრძელდება ორგანიზმის თავისებური მომატებული რეაქციის გამო.
რევმატიზმის დასაწყისი დაკავშირებულია ორგანიზმში სტრეპტოკოკული ანთებითი კერის არსებობასთან, ჩვეულებრივ ეს არის ხახის ნუშისებრი ჯირკვლების ანთება - ქრონიკული ტონზილიტი, რომელიც დროდადრო მწვავდება. ორგანიზმი გამოიმუშავებს ტრეპტოკოკების საწინააღმდეგო იმუნურ რეაქციას და ქმნის შესაფერის ანტისხეულებს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ანტისხეულები მოქმედებენ არა მარტო ბაქტერიაზე - სტრეპტოკოკზე, არამედ ადამიანის საკუთარი ორგანიზმის ქსოვილებზეც, მათ დაზიანებას და ანთებას იწვევენ. რევმატიზმის დროს ორგანიზმში ზიანდება უმთავრესად შემაერთი ქსოვილისგან აგებული ორგანოები: გულის სარქვლები, სახსრები და სხვა. ზიანდება აგრეთვე გულის კუნთი. ამგვარად, გული ის ორგანოა, რომელიც ყველაზე მეტად ავადდება რევმატიზმის დროს.
რევმატიზმის და რადიკულიტის სამკურნალო ხალხური წამალი:
ერთი ჭიქა თივის ნაფშვენი ჩაყარეთ ჩითის ან ტილოს პარკში, ჩადეთ ქვაბში ან თუჯის ჭურჭელში, დაასხით წყალი და ადუღეთ 30 წთ. ნაყენი ჩაასხით აბაზანაში, შეავსეთ ნახევრამდე ცხელი წყლით, როგორსაც გაუძლებთ. ჩაჯექით აბაზანაში, კარგად დააფარეთ მჭიდრო ქსოვილი ისე, რომ მხოლოდ თავისათვის დაიტოვოთ ხვრელი. იჯექით მანამ, სანამ ცხელი წყალი თბილი არ გახდება. თივის ნაფშვენში არის მრავალი სასარგებლო ნივთიერება, ეთეროვანი ზეთები. აბაზანის მიღებისას ისინი კარგად აღწევენ კანის ფორებში, ავლენენ მაღალ სამკურნალო თვისებებს. თივის ნაფშვენის აბაზანა რეკომენდებულია ძილის წინ. უკვე 2 -3 პროცედურის შემდეგ იგრძნობთ შვებას, გაგიქრებათ ტკივილები.