იშიასის მკურნალობას ოჯახურ პირობებში მარტივი საშუალებებით შეძლებთ!

იშიასის მკურნალობას ოჯახურ პირობებში მარტივი საშუალებებით შეძლებთ!
იშიასი - საჯდომი ნერვის ნევრალგია ან ანთებაა (ნევრიტი ); ახასიათებს საჯდომი ნერვის გასწვრივ შეტევითი, ხან კი გამუდმებული ტკივილი. იშიასის დროს წარმოქმნილი ტკივილი იგრძნობა წელისა და ფეხის არეში - საჯდომი ნერვისა და მისი განშტოების მიმართულებით ( ბარძაყის უკანა ზედაპირი, წვივი, ქუსლი და ტერფის გარე ზედაპირი ).

რეკომენდაციები იშიასის სამკურნალოდ ოჯახურ პირობებში

ამერიკული აგავა. დაიზილეთ იშიასით დაზიანებული ადგილები ამერიკული აგავის წვენით. ამ მცენარეს ფოთოლი უნდა ააჭრათ ღეროსთან ახლოს, გარეცხოთ, მოაცილოთ ეკლები, გაჭრათ სიბრტყეზე და წვენით დაიზილოთ მტკივნეული ადგილი. მაგრამ პირველად შეეცადეთ დაიზილოთ მხოლოდ მსუბუქად, ვინაიდან ზოგიერთ ადამიანს ძლიერი დაზელვით "გული უღონდება". თუ კანი "იტანს", მაშინ დაიზილეთ გულმოდგინედ, მაგრამ არა ხანგრძლივად. ეს გააკეთეთ 1 -2 - ჯერ დღეში. ზოგჯერ დაზელვის ადგილას ჩნდება გამონაყარი, მაგრამ იგი მალე გამოხმება და ქრება.

არყი. შეაგროვეთ არყის კვირტები ფოთლების გაშლამდე. ერთ მუჭა კვირტებს დაასხით 0,5 ლ არაყი. დაიზილეთ მტკივნეული ადგილები და გაიკეთეთ კომპრესი.

წითელი მოცვი. აიღეთ წითელი მოცვის 1 მცირე ბუჩქი, დაასხით 1 ჭიქა ქაფქაფა ადუღებული წყალი და დამდუღრეთ ცხელ ორთქლში 1,5 სთ წყლის აბაზანაში. მიიღეთ თითო ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში რადიკულიტისა და იშიასის დროს.

პირშუშხა. დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე პირშუშხას ფოთლები, ზემოდან დაიფარეთ თბილი შალის თავსაფარი.

რჩევები
  • იშიასის დროს გაიკეთეთ შვრიის ნამჯის აბაზანები (0,5 - 1 კგ ერთ აბაზანაზე ).

  • დაიზილეთ მტკივნეული ადგილი დათვის ქონით ყოველდღიურად მთელი თვის განმავლობაში. ამის შემდეგ იშიასი სამუდამოდ დაგტოვებთ.

  • 1 ჭიქა ადუღებულ წყალს დაუმატეთ 1 ს/კ სკიპიდარი. ტილოს ხელსახოცის ნაჭერი დაასველეთ ამ ხსნარში და დაიფინეთ დაავადებულ ადგილზე. შემდეგ დაიდეთ კომპრესის ქაღალდი და შეიხვიეთ. თუ შეძელით, გააჩერეთ 40 წთ.

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური