საშუალება, რომლის წყალობითაც სამუდამოდ დაივიწყებთ გასტრიტზე: შესამჩნევი შვება უკვე მომდევნო დღესვე იგრძნობა!

საშუალება, რომლის წყალობითაც სამუდამოდ დაივიწყებთ გასტრიტზე: შესამჩნევი შვება უკვე მომდევნო დღესვე იგრძნობა!
უხარისხო საკვები ან წყალი, დისბაქტერიოზი, ალკოჰოლი, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მოწევა, სტრესი და ნევროზი გასტრიტის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ამ დაავადების მახასიათებლებია: კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება და თანმდევი ტკივილები, უმადობა, ძალის გამოცლა...

კარტოფილის წვენი ეხმარება გასტრიტის დროს. გამწვავების პერიოდში ეს საშუალება სწრაფად ხსნის ტკივილებსა და ანთებას, მისი აქტიური კომპონენტები ხანგრძლივ სამკურნალო ეფექტს აძლევს.

კარტოფილის წვენი გასტრიტის საწინააღმდეგოდ

კარტოფილის წვენს გასტრიტის სამკურნალოდ უძველესი პერიოდიდან იყენებდნენ. მის შემადგენლობაში შედის პროტეინები, ამინომჟავები, მინერალური ნივთიერებები, უჯრედისი და ორგანული მჟავები ისეთი კომბინაციით, რომელიც საშუალებას იძლევა, ეფექტურად მოხსნას გულძმარვა, გააუმჯობესოს მადა და ლორწოს რეგენერაცია დააჩქაროს.

ვინაიდან კარტოფილის წვენი თავის თვისებებს მხოლოდ პირველი 10 წუთის განმავლობაში ინარჩუნებს, მოამზადეთ მიღების წინ. წვენის მოსამზადებლად გამოიყენეთ საშუალო ზომის გაუფცქვნელი საღი კარტოფილი.

კარგად გარეცხეთ კარტოფილი ცხელი წყლით. წვენის მისაღებად შეგიძიათ გამოიყენოთ წვენსაწური მანქანა, თუ ასეთი არ მოგეპოვებათ, უბრალოდ გახეხეთ.

გასტრიტის სამკურნალოდ მიიღეთ ეს საშუალება 10 დღის განმავლობაში 1 ს.კ. ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ. შემდეგ შეისვენეთ 10 დღით. მომდევნო 10 დღის განმავლობაში დალიეთ წვენი დღეში 2-3-ჯერ, გაზარდეთ დოზა ნელ-ნელა ¼ კოვზიდან ½ კოვზამდე. მსგავსი სქემა გამოიყენეთ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, გასტრიტის გამწვავების დროს პროფილაქტიკის მიზნით.

უკუჩვენებები: დაბალი მჟავიანობის გასტრიტი, შაქრის დიაბეტი, ზედმეტი წონა. წვენის შემადგენელმა აქტიურმა ნივთიერებებმა კბილების ემალი რომ არ დააზიანოს, დალიეთ იგი საწრუპავის მეშვეობით, შემდეგ გამოივლეთ წყლით პირის ღრუ.

მკურნალობის პერიოდში დაიცავით სპეციალური დიეტა: გამორიცხეთ რაციონიდან ცხიმიანი, შემწვარი, ცხარე საკვები, მარინადები, მწნილი, ციტრუსი და გაზიანი სასმელები.