8 მარტივი მეთოდი 100%_იანი მხედველობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის. ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

8 მარტივი მეთოდი 100%_იანი მხედველობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის. ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები - თანამედროვე საზოგადოების ნამდვილი სენი. თუ თქვენ ყოველდღიურად დიდ დროს ატარებთ კომპიუტერის ეკრანთან, დროა ახლავე დაიწყოთ საკუთარ თვალებზე ზრუნვა, რათა ასაკის მატებასთან ერთად არ დაკარგოთ მახვილი მხედველობა.

რჩევები, რომლებსაც დღეს შემოგთავაზებთ, დაგეხმარებათ მხედველობის გაუმჯობესებაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკვე სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს ატარებთ. კომპიუტერის წინ ჯდომის დროს, თვალის სკლერის დატენიანების მიზნით, რაც შეიძლება ხშირად დაახამხამეთ თვალები. სწორედ მისი გამოშრობა იწვევს მხედველობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.

''Fpaparazzi''_ის რედაქცია გთავაზობთ ღირებულ რეკომენდაციებს, თუ როგორ აღვიდგინოთ და შევინარჩუნოთ 100%_იანი მხედველობა. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და სასიამოვნო შედეგს ძალიან მალე იხილავთ.



როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა

1. თვალების დასვენება
მიეჩვიეთ დღის განმავლობაში გარკვეული დროით თვალების დახუჭვას. 2 წუთი სრულიად საკმარისი იქნება თვალის კუნთების მოდუნებისთვის და მხედველობის რეგენერაციისთვის. ყოველ ერთ საათში ერთხელ დახუჭეთ თვალები 2 წუთის განმავლობაში და თქვენ გაიუმჯობესებთ არა მხოლოდ მხედველობას, არამედ მწყობრში მოიყვანთ ნერვულ სისტემას.

2. თუ თქვენ სათვალეს ატარებთ
ცუდი მხედველობის შემთხვევაშიც კი, არ შეიძლება სათვალის და კონტაქტური ლინზების გამუდმებით ტარება. მეცნიერები დღემდე ვერ თანხმდებიან სასარგებლოა თუ არა სათვალისა და კონტაქტური ლინზების ტარება, რადგან ხშირ შემთხვევაში ადამიანი მხედველობას სწორედ მათი რეგულარული მოხმარების შედეგად კარგავს.

3. თვალების მასაჟი
გაიკეთეთ თვალების მასაჟი მინიმუმ ერთხელ დღის განმავლობაში. მასაჟის გაკეთებისას ჩვენი თვალები სრულფასოვნად ისვენებს და უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, რაც თავის მხრივ მხედველობის გაუმჯობესებას განაპირობებს.

4. რეგულარული შესვენებები
ნუ ამყოფებთ საკუთარ თვალებს მუდამ დაძაბულ მდგომარეობაში: ყოველ 20 წუთში ერთხელ მოუწყეთ საკუთარ თავს 2 წუთიანი შესვენება. ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლომხედველობისგან იტანჯებიან.

5. ვარჯიშები მხედველობისთვის
შეასრულეთ ეს მარტივი ვარჯიშები 2 დღეში ერთხელ და გასაოცარი შედეგი ძალიან მალე სახეზე იქნება! ამოძრავეთ თვალები სურათებზე ნაჩვენები ისრის მიმართულებით. ეს არაჩვეულებრივი ვარჯიშები დაგეხმარებათ თვალის კუნთების გამაგრებაში.



6. თბილი კომპრესები თვალისთვის
თუ დაგეღალათ თვალები, გაიკეთეთ თბილი კომპრესი ბამბისგან. ეს საშუალება ძალზედ ეფექტურია როგორც თვალის დაღლილობისა და სიმშრალის დროს, ასევე თავის ტკივილისას.

7. დიეტა
სტაფილო, კარაქი, თევზის ქონი, მწვანილები და თხილი: მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ თქვენი კვების რაციონი დატვირთული იყოს ამ პროდუქტებით. ვიტამინ A ძალზედ მნიშვნელოვანია კარგი მხედველობისთვის.

8. დროის გატარება ბუნებაში
ბუნებრივი სინათლე და სუფთა ჰაერი სასარგებლოა არა მხოლოდ ჩვენი თვალებისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის. ისეირნეთ რაც შეიძლება ბევრი, რადგან ეს საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის გასამყარებლად!

თუ გსურთ გქონდეთ კარგი მხედველობა, აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები. გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებს, რათა ისინი დაზღვეულები იყვნენ მხედველობის გაუარესებისგან.