თვალების მარტივი ვარჯიშები მხედველობის გასაუმჯობესებლად!
თვალების კუნთების და ნერვების გამაგრებისათვის საუკეთესო საშუალებაა თვალების ვარჯიში, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს შესრულდეს.
- მუშაობისას და სიარულისას, დროდადრო ყურადღებით დააკვირდით რომელიმე შორეულ წერტილს ( სასურველია უყუროთ მწვანე ფერს ), შემდეგ მზერა სწრაფად გადაიტანეთ ახალ საგანზ, გაიმეორეთ 3 - 4 - ჯერ.
- მჯდომარემ თვალები რაც შეიძლება მჭიდროდ დახუჭეთ. დაითვალეთ ხუთამდე, შემდეგ ფართოდ გაახილეთ დქა ხელახლა დათვალეთ ხუთამდე. მოადუნეთ კუნთები ისე, რომ შუბლი არ შეჭმუხნოთ.
- ნელ - ნელა, თავის მოუბრუნებლად, მარცხნივ გაიხედეთ, დაითვალეთ 3 - 5 - მდე, გაიმეორეთ მარჯვნივ. შემდეგ თვალები 1 - 2 წამით დახუჭეთ, შეისვენეთ.
- ორივე თვალი რაც შეიძლება სწრაფად ახამხამეთ ( დაითვალეთ ათამდე ). ბოლო თვლაზე თვალები მაგრად დახუჭეთ. შეისვენეთ 2 - 3 წამით, გაახილეთ თვალები, ეს 4 - 5 - ჯერ გაიმეორეთ.
- აიხედეთ მაღლა დაითვალეთ სამამდე, შემდეგ თვალები დახარეთ და კვლავ სამამდე დაითვალეთ. დახუჭეთ თვალები 1 - 2 წამით, გაიმეორეთ 3 - 4 - ჯერ.
- თვალებით ნელი წრიული მოძრაობები ჩაატარეთ: მარცხნიდან მარჯვნივ 2 - ჯერ, მარჯვნიდან მარცხნივ 2 - ჯერ, შეისვენეთ. გაიმეორეთ.
- თვალების ვარჯიში სულ იოლი გახდება, რადგან თვალის კუნთები თანდათან მაგრდება.
- თუ ტელევიზორს გვაინობამდე უყურებთ ან მეგობრებთან საუბარს ნაშუაღამემდე გააგრძელებთ, მაშინ შეიძლება თვალები დაგიწითლდეთ, ხოლო უბეები შეგისივდეთ, ამ შემთხვევაში კომპრესი გიშველით. ბამბა გვირილას ან ჩაის ნაყენში დაასველეთ და 5 - 10 წუთით დაიდეთ თვალებზე. ამ დროს დაწექით, მთელი სხეული მოადუნეთ და სასიამოვნო თემებზე იფიქრეთ. ეს პროცედურა კონუნქტივიტისა და ბლეფარიტის ( ქუთუთოების ანთებითი პროცესი ) დროსაც კარგ შედეგს იძლევა. ნაყენს დაასხით ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ 30 წუთი, შემდეგ გაწურეთ, შეათბეთ და ისე იხმარეთ.
- ანდალუზიელი ქალები თითო წვეთ ფორთოხლის წვენს იწვეთებენ თვალებში. ასევე კარგია, თუ თვალებში ფორთოხლის გაფცქვნილი კანის წვეთი შეგესხმებათ.
- E ვიტამინის სისტემატური გამოყენება თავიდან აგაცილებთ კატარაქტის განვითარებას.
- თვალებიდან ცრემლდენის დროს, ერთ ჩაის ჭიქა წყალში გახსენით ერთი ჩაის კოვზი ძმარი და ერთი წვეთი იოდი. მიიღეთ მთლიანი დოზა ერთხელ დღეში, ჭამის დროს. მკურნალობა გააგრძელეთ ერთი კვირა.