გაუფრთხილდით მხედველობას: საკმარისია დღეში 10-წუთიანი ვარჯიში და თვალების დაღლაზე დაივიწყებთ!
ძალიან უსიამოვნოა, როდესაც თვალები იღლება. წვა, სიმშრალე, თვალების სრესის მუდმივი სურვილი... დაღლილობა იწვევს მხედველობის გაუარესებას. ამის თავიდან ასარიდებლად, უნდა შეასრულოთ თვალის კუნთის ვარჯიშები. ის ასევე სასარგებლოა ამთთვის, ვისაც უკვე აწუხებს მხედველობის პრობლემები.
სულ 10 სავარჯშოა, მაგრამ შეგიძლიათ შეარჩიოთ 5 თქვენთვის მოსახერხებელი - ეს საკმარისია სამკურნალო ეფექტისთვის.
თვალების ვარჯიში
ეს მარტივი სავარჯიშოები ნამდვილი შვებაა თვალბისთვის. თუ დიდ დროს კომპიუტერის მონიტორთან ატარებთ, აუცილებლად უნდა შეასრულოთ იგი!
სულ 10 სავარჯშოა, მაგრამ შეგიძლიათ შეარჩიოთ 5 თქვენთვის მოსახერხებელი - ეს საკმარისია სამკურნალო ეფექტისთვის.
თვალების ვარჯიში
- დააფახულეთ თვალები ხშირად 2 წუთის განმავლობაში - ეს დაარეგულირებსთვალის შიდა სისხლის მიმოქცევას.
- გაიხედეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მზერა პირდაპირ მომართეთ. იგივე შეასრულეთ მარცხენა მხარესაც.
- იგრძენით სიბნელე. მიიჩნევა, რომ სიბნელე ხელს უწყობს ზემგრძნობიარე უჯრედების როდოფსინის გამომუშავებას, რომელიც საჭიროა კარგი მხედველობისთვის.
- შეასრულეთ წრიული მოძრაობები თავით: მარჯვნივ-მარცხნივ, წინ და უკან. ეს ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას.
- ეს სავარჯიშო ველოტრენაჟორს ჰგავს. გადააადგილეთ მზერა სხვადასხვა მხარეს: მარცხნივ-მარჯვნივ, ზემოთ-ქვემოთ, წრეზე, რვიანი ხაზით.
- მაგრად დახუჭეთ თვალები 3-5 წამით, შემდეგ გაახილეთ. გაიმეორეთ 7-ჯერ. ეს კარგად ადუნებს თვალის კუნთებს.
- მიაჭირეთ თითები ზედა ქუთუთოებს ძალდაუტანებლად. გააჩერეთ ასე 2 წამით. შეასრულეთ 4-5-ჯერ.
- დადექით ფანჯარასთან, მოახდინეთ კონცენტრაცია ერთ საგანზე, რომელიც ახლოსაა განთავსებული, შემდეგ გაიხედეთ შორს მდებარე საგანზე. გაიმეორეთ 10-ჯერ.
- დახუჭეთ თვალები და ნელა გადაადგილეთ თვალის გუგები ზემოთ-ქვემოთ. გაიმეორეთ 5-10-ჯერ.
- გახელილი თვალებით დახატეთ ჰაერში თავიდან მარტივი გეომეტრიული ფიგურები, შემდეგ რთული ობიექტები და მასშტაბური კომპოზიციები.
ეს მარტივი სავარჯიშოები ნამდვილი შვებაა თვალბისთვის. თუ დიდ დროს კომპიუტერის მონიტორთან ატარებთ, აუცილებლად უნდა შეასრულოთ იგი!