5 მითი უსიამოვნო სუნის შესახებ, როგორ გავიგოთ გვაქვს თუ არა პირში სუნი?!
არსებობს უსიამოვნო, აუტანელი სუნი, რომელმაც შესაძლოა ზიზღი, გულისრევაც გამოიწვიოს. ასეთ სუნს ადამიანი ინდიფერენტულად ვერ განიცდის. სუნის მიმართ ადამიანს ძლიერი ადაპტაციის უნარი აქვს. ერთი და იმავე სუნის ხანგრძლივი მოქმედების შედეგად მის მიმართ მგრძნობელობა სუსტდება, ზოგჯერ დროებით ქრება კიდეც - ამ სუნს ვეღარ ვგრძნობთ.
ხუთი მითი პირში უსიამოვნო სუნის შესახებ
ხუთი მითი პირში უსიამოვნო სუნის შესახებ
- ადამიანი ადვილად ამჩნევს, როდესაც პირში სუნი უჩდება
ბევრს სჯერა, რომ შეუძლებელია, გამოეპაროს საკუთარი სუნი, თუ ცხვირ - პირს ხელსიგულებით დაიფარავს და პეშვში ჩასუნთქავს. სამწუხაროდ, ასე არ არის. ჩვენ ვერ ვგრძნობთ საკუთარ სუნს, იმიტომ, რომ ვეჩვევით მას. თანაც უსიამოვნო სუნი საუბრის დაწყებამდე იშვიათად შეიგრძნობა. საქმე ის არის, რომ იგი ენის ძირში წარმოიშობა და წინ მხოლოდ მაშინ გადმოდის, როდესაც ლაპარაკს დავიწყებთ.
როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა სუნი პირში? საუკეთესო გზაა, ვკითხოთ მეგობარს, რომელიც სიმართლეს არ დაგვიმალავს, მაგრამ თუ ეს ხერხი ხელს არ გაძლევთ, აიღეთ ბამბის ბურთულა (ან დოლბანდის ნაჭერი), გაიწმინდეთ ენის ძირი (ოღონდ ისე, რომ არ გამოიწვიოთ ღებინების რეფლექსი ) და ბურთულა დაყნოსეთ. თუ უსიამოვნო სუნი იგრძენით, დაიყეთ ენის სახეხის გამოყენება. ეს მარტივი მოწყობილობა მარტო ჯანსაღ სუნთქვას კი დაგიბრუნებთ, არამედ გემოვნებით შეგრძნებებსაც გაგიუმჯობესებთ.
პირის ღრუში უსიამოვნო სუნის უფრო ზუსტი შეფასება შეიძლება სტომატოლოგთან მივიღოთ. სპეციალისტი საამისოდ იყენებს მოწყობილობა ჰალიმეტრს. მისი ზემოქმედების პრინციპი მარტივია: პაციენტი ჩაბერავს მილში, რომელიც პალიმეტრთან არის შეერთებული, აპარატი კი განსაზღვრავს გოგირდის ნაერთების შემცველობას, რომელიც ამონასუნთქ ჰაერს უსიამოვნო სუნს აძლევს. - პირის ღრუში უსიამოვნო სუნი კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის შედეგია
ზოგიერთი სპეციალისტი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ირწმუნება, რომ უსიამოვნო სუნი უმეტესად პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის შედეგია. - პირის ღრუს ჰიგიენა უსიამოვნო სუნს აქრობს
სამწუხაროდ, ბევრი არასწორად იხეხავს კბილებს, თანაც ამ პროცედურას მხოლოდ 30 - 45 წამს უთმობს. რა გასაკვირია, რომ კბილების ზედაპირის ნაწილი - დაახლოებით 40 პროცენტი - გაუწმენდავი რჩება. მასზე დაგროვილი ბაქტერიები მრავლდებიან და გოგირდოვან ნივთიერებებს გამოყოფენ.
სტომატოლოგენი გვირჩევენ, ყოველი ჭამის შემდეგ საკვების ნარჩენები კბილის ძაფით მოვიცილოთ. შეარჩიეთ ისეთი ძაფი, რომელიც ადვილად სრიალებს კბილებს შორის და არ იჭედება.
თუმცა უსიამოვნო სუნის პრობლემას ისიც შეიძლება შეეჯახოს, ვინც დიდხანს და გულმოდგინედ იხეხავს კბილებს. ამის მიზეზი ისევ და ისევ ბაქტერიებია, რომლებიც ენის ლორწოვანი შრის ქვეშ სახლობენ. გამოსავალი ერთია - ენის გაწმენდა. - სავლები ეფექტური საშუალებაა უსიამოვნო სუნის გასაქრობად
ბევრს დღემდე სჯერ, რომ არომატული სავლები პანაცეაა. სამწუხაროდ, ასეთ საშუალებათა უმრავლესობა სუნს მხოლოდ 1 - 2 საათით ახშობს. მეტიც - სტანდარტულმა სავლებმა შესაძლოა პირის ღრუში სუნის წარმოქმნას ხელიც კი შეუწყოს. საქმე ის არის, რომ ასეთი საშუალებები შეიცავს სპირტს, რომელიც პირის ღრუს აშრობს, ბაქტერიები კი, რომლებიც გოგირდოვან ნივთიერებებს გამოიმუშავებენ, მშრალ გარემოში გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს. უმჯობესია, გამოიყენოთ ახალი თაობის სავლები, რომელიც ქლორის დიოქსიდზეა დამზადებული. - პირიდან სუნის გასაქრობად საკვები არჩევითად უნდა მივირთვათ
პირის ღრუში სუნს ზოგიერთი საკვები მართლაც აჩენს. კერძოდ, პროდუქტი, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს გოგირდს: ხახვი, კომბოსტო, ნიორი და სხვა. მათი შეჭმისას გოგირდოვანი კომპონენტები სისხლში ხვდება და მთელ ორგანიზმში, მათ შორის ფილტვებშიც მიმოიფანტება, ამიტომ ამოსუნთქვის დროს შესაძლოა პირიდან უსიამოვნო სუნი ამოვიდეს. მაგრამ როდესაც სუნი ქრონიკულია, საკვებს ვერ დავაბრალებთ - მიზეზი პირის ღრუში მობინადრე ბაქტერიების ცხოველმყოფელობაა. ამ შემთხვევაში საჭიროა არა რაციონის გადახედვა, არამედ ბაქტერიებთან ბრძოლა და პირის ღრუს ჯეროვანი ჰიგიენა.