როგორ მოვიშოროთ პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი?!
ცუდს სუნს პირიდან ეწოდება ჰალიტოზი და ეს პრობლემა აწუხებს ჩვენი პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტს. ჰალიტოზის მიზეზია მოქმედება ბაქტერიებისა, რომლებიც ახდენენ ცილების გადამუშავებას , ამიტომ პირის ღრუს ჰიგიენა ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად მხოლოდ კბილების ჯაგრისი არასაკმარისია. ასეთ შემთხვევაში ჯაგრისთან ერთად უნდა გამოვიყენოთ ძაფი, ასევე კოვზით მოვიცილოთ ნადები ენაზე, სადაც თავს იყრის ჰალიტოზის გამომწვევი ბაქტერიების 90 პროცენტამდე. ასევე ხდება, რომ სუნი ჩნდება ცხვირ - ხახის დაავადებებიდან, კარიესიდან, ნივთიერებათა ცვლის დარღვევებიდან, კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში პრობლემების გამო. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მისვლა, აგრეთვე დიეტის დაცვა.
არასასიამოვნო სუნის წარმოშობისას სასარგებლო შეიძლება იყოს მცენარეები, რამდენადაც ბევრი მათგანი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებისაა და სპობს ჰალიტოზის გამომწვევ ბაქტერიებს. ბალახეულის ნაყენი უნდა გამოვიყენოთ შიგნით ან იმით რეგულარულად გამოვივლოთ ყელში. სახალხო საშუალებათა შიგნით გამოყენება იმ შემთხვევაშიც დაგვეხმარება , თუ თქვენ ჭამეთ ძლიერი სუნიანი საკვები. მცენარეული ნაყენის მიღების შემდეგაც, თუ კი სუნი კვლავ გრძელდება, მიმართეთ ექიმს, რამდენადაც მუდმივი ჰალიტოზი შეიძლება იყოს ტუბერკულოზის, შაქრიანი დიაბეტის და შარდსასქესო სისტემის დაავადებათა ნიშანი. ასევე უსიამოვნო სუნისათვის თავის დასაღწევისათვის სტომატოლოგს უნდა გაესინჯოთ წელიწადში 2 -ჯერ.
გაუწყლოებულ ორგანიზმს არ შუეძლია წიდების დაშლა და გამოყვანა, ხოლო დაბინძურებულ ორგანიზმში აქტიურად მრვალდებიან ცუდი სუნის გამომწვევი ბაქტერიები.
ხშირად არასასიამოვნო სუნი დაკავშირებულია დისბაქტერიოზთან , რომლის დაძლევისათვის ყოველდღე უნდა დალიოთ ბიფიდოკეფილი და ბიფიდოგურტი, ასევე ისარგებლეთ აფთიაქში შეძენილი სხვა პრობიოტიკებით.
სპირტიანი სასმელების, ხახვის ან ნიორის კერძების ხმარების შემდეგ, პირში ჩაიდევით ოხრახუშის ფოთლები და გულმოდგინედ დაღეჭეთ იგი. ცუდი სუნის წინააღმდეგ ასევე კარგია ვაშლი, ფორთოხალი და სტაფილო, მაყვალი, ნიგოზი, აგრეთვე მწვანე ჩაი.
ჰალიტოზის დროს ეფექტურია ბევრი წყლის შემცველი საკვები. მაგალითად, ნიახური, კიტრი, ყურძენი, ყაბაყი, საზამთრო, მარწყვი. ისინი ორგანიზმს იცავენ ბაქტერიებისგან , რამდენადაც ასტიმულირებენ ნერწყვის გამოყოფას.

- ეფექტურია პიტნის ეთეროვანი ზეთი . 1/2 ჭიქა წყალში დაუმატეთ 1 წვეთი პიტნის ზეთი და აუცილებლობისას გამოივლეთ პირში.
- შეიძლება მოამზადოთ პიტნის და ევკალიპტის ეთერის ზეთების თანაბარი რაოდენობა. 1 - 2 წვეთი ჩაამატეთ ნახევარი ჭიქა თბილ წყალში, კარგად შეანჯღრიეთ და გამოივლეთ პირში.
- ერთ ს/კ გამხმარ აბზინდას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ , გამოივლეთ პირში 1 -2 -ჯერ დღეში .გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგანაც აბზინდა შხამიანი მცენარეა.
- 1 ს/კ პიტნის გამხმარ ფოთლებს 3 ს/კ ნედლ ფოთლებს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ. გაწურეთ დოლბანდში და გამოიყენეთ პირში გამოსავლებად.
- აურიეთ ერთი მეორეში თანაბარი რაოდენობის კრაზანა, არყის ხის ფოთლები, გვირილას ყვავილები, ჭინჭარი მუხის ქერქი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაციებამდე. დალიეთ 1/3 ჭიქა, როგორც ჩაი 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.