სხეულის სუნი გიამბობთ ფარულ დაავადებებზე. პროფესორ ნეუმივაკინის მეთოდი დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ აღნიშნული პრობლემისგან

სხეულის სუნი გიამბობთ ფარულ დაავადებებზე. პროფესორ ნეუმივაკინის მეთოდი დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ აღნიშნული პრობლემისგან
როდესაც ტრანსპორტში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ადამიანი ტოვებს უსიამოვნო სუნს, ხშირად გავიფიქრებთ ხოლმე, მას არ აწყენდა ჰიგიენის დაცვა. თუმცა, ხშირად ცუდი სუნის ძირეული მიზეზი არა ადამიანის მოუწესრიგებლობა, არამედ სერიოზული დაავადებაა. სპეციფიური სუნი გახლავთ ერთ-ერთი იმ ინდიკატორთაგანი, რომლის იგნორირება არ შეიძლება. FPAPARAZZI -ს რედაქციამ დღეს მოამზადა სტატია იმის შესახებ თუ რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს გარკვეული სახის უსიამოვნო სუნი.





  1. ამიაკის სუნი
    ამიაკის სუნი პირველ რიგში მოწმობს იმას, რომ ორგანიზმი ცდილობს გათავისუფლდეს ჭარბი აზოტისგან. ხშირად იგი გამოიყოფა შარდთან, ოფლთან ან ამონასუნთქ ჰაერთან ერთად.



    თუკი ამიაკის სუნი აქვს შარდს, მაშინ ადამიანს აწუხებს ცისტიტი. იმ შემთხვევაში, თუკი უსიამოვნო სუნი პირიდან მოდის, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ Helicobacter pylori შეეყარა.

    კანიდან მომავალი სუნი მოწმობს, ღვიძლი და თირკმელები ვერ უმკლავდებიან აზოტის გადამუშავებას.






  2. თევზის სუნი
    გაფუჭებული თევზის უსიამოვნო სუნი შეიძლება დაყვებოდეს ადამიანს, რომლის ოგანიზმში ჭარბი ტრიმეთილამინი გროვდება. ხშირად ასეთი მდგომარეობა არის გენეტიკური დაავადების შედეგი. ტრიმეთილამინი შეიძლება გამოიყოს შარდთან, ოფლთან და ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად.



    იმ ადამიანებმა, ვისაც აწუხებთ თევზის სუნის სინდრომი, თავიანთი კვების რაციონიდან უნდა ამოიღონ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ქოლინს, კარტინინსა და ლეციტინს. ესენი გახლავთ: წითელი ხორცი, თევზი, რძის შრატი, კვერცხი (გული), მზესუმზირა, თხილეული, ღვიძლი, მარცვლეული. იმ შემთხვევაში, თუ ცუდი სუნი აწუხებთ ქალებს ვაგინალური გამონადენიდან, შეიძლება ეს იყოს ვულვოვაგინიტის ნიშანი.






  3. კომბოსტოს სუნი
    თუკი ადამიანს მუდამ თან სდევს მჟავე კომბოსტოს სუნი, სავარაუდოდ ორგანიზმი ვერ უმკლავდება ამინო მჟავა ტიროზის დაშლას. შდეგად ხდება სხვადასხვაგვარი ამინოჟავების დაგროვება ორგანიზმში, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ღვიძლის, თირკმელების პათოლოგიამდე და ძვლოვანი ქსოვილის ცვლილებებამდე.






  4. თაფლის სუნი
    მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტს მეტად სასიამოვნო სურნელი აქვს, ამგვარი მდგომარეობა მიუთითებს ლურჯი ჩირქის ჩხირით დაინფიცირებაზე. ეს ინფექცია გადადის საკონტაქტო-საყოფაცხოვრებო გზით. მზაკვარი ბაქტერია მენინგიტის, ოტიტისა და სხვადასხვა აბსცესების ჩამოყალიბების პროვოცირებას ახდენს.






  5. აცეტონის სუნი
    ხშირად აცეტონის უსიამოვნო სუნი მიანიშნებს ნახშირწყლების დეფიციტზე. იმისათვის, რომ მიიღოს გლუკოზა, ჩვენი ორგანიზმი მიმართავს უკიდურეს ზომებს - წვავს მომარაგებულ ცხიმებს. ასეთი რეაქციის შედეგად ხდება აცეტონის გამოყოფა.



    თუმცა, მისი ოდენობა მიზერულია იმისათვის, რომ ადამიანის გამონაყოფმა მიიღოს დამახასიათებელი სუნი. უმეტეს შემთხვევაში სხეული გამოსცემს უსიამოვნო არომატს მტანჯველი შიმშილის ან დიაბეტის საწყისი სტადიის დროს.






  6. ყველის სუნი
    ფეხის მყრალი სუნი უამრავ ადამიანს აწუხებს. არც თუ იშვიათად, ამის მიზეზი გახლავთ მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია განსაკუთრებული ფერმეტის (Isovaleryl-CoA dehydrogenase) დეფიციტთან.






  7. მჟავე ცომის სუნი
    ხშირად ის აწუხებთ მუნით დაავადებულ ადამიანებს.



გაეცანით ვიდეოში, როგორ უნდა ვებრძოლოდ უსიამოვნო სუნს პროფესორ ნეუმივაკინის მეთოდის მიხედვით.