გათავისუფლდით შეკრულობისგან და მუცლის შებერილობისგან უებარი საშუალებებით

გათავისუფლდით შეკრულობისგან და მუცლის შებერილობისგან უებარი საშუალებებით
ყაბზობის დროს აწუხებთ: ნაწლავებში სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი. უნდა გვახსოვდეს, რომ ხანმოკლე შეკრულობასაც კი მივყავართ ორგანიზმის თვითმოწამვლამდე, ამიტომ შეკრულობის დროს აუცილებელია სათანადო ზომების მიღება, ექიმის კონსულტაცია, მცენარეებით მკურნალობა, გამწმენდი ოყნა.

რეცეპტები:
  • ბაღის კამის ნაყენი: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ ღამის განმავლობაში. მიიღება 2 - 3-მ მიღებაზე.

  • ანისულის ნაყოფის ნაყენი მიიღება ჩაის სახით.

  • 2 ს/კ ხორბლის ქატოს დაასხით 1 ჭ ცხელი რძე, დააყენეთ 1 სთ. ქატო შეიძლება მოიხარშოს 15 წთ. მიიღება ერთიანად.
    საფაღარათო ეფექტი აქვს ასევე მშრალ ქატოს: 1/3 ჭ მიიღება 2 - ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1 თვე.

  • მოცვის ნაყოფი შეკრულობის დროს მიიღება ნედლი სახით.
    მოცვის ნახარში ავლენს საწინააღმდეგო ეფექტს.

  • შეკრულობისკენ მიდრეკილების დროს აიღეთ 150 გრ ალოეს ფოთოლი, დააქუცმაცეთ, დაასხით 300 მლ, ნატურალური შემთბარი თაფლი. დააყენეთ დღე - ღამის განმავლობაში, შემდეგ შეაცხელეთ, გაწურეთ. მიიღება დილით 1 ჩაროზის კოვზი, ჭამამდე 1 სთ-ით ადრე.

  • შეკრულობის დროს მიიღება ხეჭრელას ქერქის ნაყენი. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1/2 ლ არაყი, დააყენეთ 21 დღიდან 2 წლამდე. მიიღება 1 ჩ/კ 3 -ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.

  • შეკრულობის, გასტრიტის, ჭარბი გაზების დროს: 100 გრ თაფლი და 100 მლ ალოეს წვენი (აიღეთ მსხვილი ფოთლები ) შეურიეთ ერთმანეთში, დააყენეთ 3 სთ. მიიღება 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.

  • შეკრულობის დროს ასკილის ნედლი ფოთლები დანაყეთ, შეურიეთ შაქარი, ან მიიღეთ ასკილის ყვავილების წვენი, წყაროს წყალთან ერთად.

  • შეკრულობის დორს მიიღება 20 გრ მრავალძარღვას თესლი ღამით ან დილით უზმოზე წყალთან ერთად.

  • შეკრულობას შველის სელის თესლის კისელი. 1 ს/კ სელის თესლი მოხარშეთ 1 ჭ მდუღარე წყალში ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წთ ( ან დააყენეთ 15 წთ ) გაწურეთ, ისე რომ თესლი არ გაყვეს, დაუმატეთ შტოშის ან წითელი მოცვის წვენი, დაატკბეთ თაფლით. ეს სასარგებლოა ნებისმიერი გამომყოფი სისტემის ფუნქციის დარღვევის დროს.

  • შეკრულობის დროს ყოველდღე შეჭამეთ 1 ჩ/კ დაფქვილი ან დაღერღილი ბარდა, ის არეგულირებს საჭმლის მონელებას.

  • შეკრულობის დროს მიიღება წვენები და ბოსტნეული: 1. ჭარხლის მოხარშული ბოლქვი და ჭარხლის წვენი. 2. ისპანახისა და ჭარხლის წვენი 1:1 თანაფარდობით, რეკომენდებულია მიღება დღის განმავლობაში 2 -3-ჯერზე. უმჯობესია სტაფილოსა და ნიახურის წვენის დამატება. 3. ხურტკმელას ნაყოფის ნახარში ხასიათდება მსუბუქი საფაღარათო ეფექტით. 4. 1 ს/კ თაფლი შეურიეთ 1 ჭ თბილ წყალში, მიიღეთ დილით უზმოზე, (კოლიტისა და ქოლეცისტიტის დროს არ შეიძლება).

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი