უმკურნალეთ ყაბზობას ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებით

უმკურნალეთ ყაბზობას ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებით
შეკრულობა - არის მდგომარეობა, როდესაც ნაწლავებში განავლის დაყოვნება ხდება 48 სთ და მეტი დროით. დეფეკაცია შეიძლება იყოს ყოველდღიურად, მაგრამ გაძნელებული, ან არ ხდება ნაწლავების სრული დაცლა. ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავების დაცლა ხდება 1 - 2-ჯერ დღეში, როგორც წესი ერთსა და იმავე დროს. დეფეკაციის სიხშირე დამოკიდებული საკვების შემადგენლობისა და რაოდენობაზე. ბევრს აწუხებს შეკრულობა, თავიანთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რომლებიც ნაკლებად მოძრაობენ, ასევე ვისაც ჩვევად აქვს ხშირად და ბევრი საკვების მიღება.
ყაბზობის დროს აწუხებთ: ნაწლავებში სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ხანმოკლე შეკრულობასაც კი მივყავართ ორგანიზმის თვითმოწამვლამდე, ამიტომ შეკრულობის დროს აუცილებელია სათანადო ზომების მიღება, ექიმის კონსულტაცია, მცენარეებით მკურნალობა, გამწმენდი ოყნა.

რეცეპტები:
  • მუდმივად მიმდინარე შეკრულობის დროს სასარგებლოა ვაშლისა და ქლიავის ჩირის კომპოტის მიღება. 200 მლ 3-4 - ჯერ დღეში. კობოსტოს წნილის წვენში გახსნილი საფუარი 1/2 ჭ თბილი სახით. ასევე სასარგებლოა დამბალი წითელი მოცვის წყალი. ეფექტურია ქლიავისა და შვრიის ნახარში.

  • ბოლოკის წვენი აძლიერებს პერისტალტიკას. მიიღება 1/2 ჭ 3 - ჯერ დღეში.

  • კიტრის მწნილს გააჩნია საფაღარათო მოქმედება უნდა დამწნილდეს მინიმუმ 1 თვის განმავლობაში, სანელებლებისა და კონსერვანტების გარეშე.

  • სპასტიკური შეკრულობის დროს მიიღება კარტოფილის წვენი 1/3ჭ სამჯერ დღეში.

  • ლანცეტის მაგვარი ფოთლიანი მრავალძარღვას ნახარში: მოთხარეთ საშუალო ზომის მრავალძარღვა, დაასხით 400 მლ წყალი, ადუღეთ 6 -8 წთ, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. ნახარში მიიღება დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 1 თვე. კურსის ჩატარების შემდეგ ავადმყოფს თითქმის 1 თვე არ ახსენდება შეკრულობა ( მრავალძარღვას შეგროვება ხდება მაისში).

  • 20 გრ დიდგულას ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1სთ, გაწურეთ. მიიღება 2 - 3- ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

  • ღოლოს ძირების ნახარში მოქმედებს მიღებიდან 12 საათის შემდეგ. 2 ს/კ ძირებს დაასხით 1 /2 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ, წყლიან აბაზანაში, გაწურეთ. მიიღება: 200 მლ ღამით.

  • ლამინარიას (ზღვის კომბოსტო) მშრალი ფხვნილი 1 გრ (დანის წვერით) მიიღება 2 - 3 -ჯერ დღეში. ეფექტური საშუალებაა შეკრულობის დროს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში.

  • მზიურა და კულმუხოს ძირების ფხვნილი მიიღება 1 გრ 4 - 5 -ჯერ დღეში. მეტეორიზმისა და შესუსტებული საჭმლის მონელების დროს მიიღება თაფლთან ერთად. მეტეორიზმის სამკურნალოდ მიიღება ფესურების ნახარში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი