უმარტივესი საშუალებები, რომლებიც გაგანთავისუფლებთ შეკრულობისგან
შეკრულობა - არის მდგომაროება, როდესაც ნაწლავებში განავლის დაყოვნება ხდება 48 სთ და მეტი დროით. დეფეკაცია შეიძლება იყოს ყოველდღიურად, მაგრამ გაძნელებული. ან არ ხდება ნაწლავების სრული დაცლა. ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავების დაცლა ხდება 1 - 2 - ჯერ დღეში, როგორც წესი ერთსა და იმავე დროს. დეფეკაციის სიხშირე დამოკიდებული საკვების შენადგენლობასა და რაოდენობაზე. ბევრს აწუხებს შეკრულობა, თავიანთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რომლებიც ნაკლებად მოძრაობენ, ასევე ვისაც ჩვევად აქვს ხშირად და ბევრი საკვების მიღება. შეკრულობა აწუხებთ ხანდაზმულებს, რაც დაკავშირებულია ნაწლავების მოქმედების შესუსტებასა და კვებაზე. შეკრულობა შეიძლება თან ერთვოდეს ქრონიკულ, გახანგრძლივებულ დაავადებებს ორგანიზმის საერთო სისუსტეს. ნაწლავებში მექანიკური დაბრკოლების არსებობას. შეკრულობა შეიძლება გამოიწვიოს მუცლის კუნთების სისუსტემ.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- ძილი წინ შეჭამეთ 1-2 საშუალო ზომის ფორთოხალი.
- 150 - 200 გრ ასკილის გასუფთავებული ნაყოფის ნაყენი, მიიღება დაძინებამდე 2 სთ - ით ადრე.
- 1ჭ კეფირი 1 ს/კ მზესუმზირის ზეთთან მიიღება ძილის წინ.
- მსუბუქი საფაღარათო ეფექტი აქვს ზამბახის ნედლ ღეროებს, დააქუცმაცეთ და შეურიეთ 1/3 ჩ/კ თაფლი.
- ხორბლის ქატო სასარგებლოა შეკრულობისა და მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების დროს. ქატოს დაასხით მდუღარე წყალი, დააყენეთ 3 წთ, წყალი გადაასხით. მიღებული ფაფა დაუმატეთ ნებისმიერ საკვებს. 7 დღე 1 ჩ/კ მომდევნო 7 დღე 2 ჩ/კ შემდეგ 1 - 2 ს/კ 3 - ჯერ დღეში. ქატოს გამოყენება სტიმულაციას უკეთებს ნაწლავიდან შიგთავსის გამოდევნას.
- თალგამის ბოლქვის ნაყენი: ბოთლის 2/3 შეავსეთ დაჭრილი თალგამით და შეავსეთ ბოლომდე არყით. დააყენეთ 14 დღე. მიიღება 10 წვ ჭამის წინ.