ამ საშუალებების მიღების შემდეგ აღარ შეგაწუხებთ შეკრულობით გამოწვეული უსიამოვნება
შეკრულობა - არის მდგომარეობა, როდესაც ნაწლავებში განავლის დაყოვნება ხდება 48 სთ და მეტი დროით. დეფეკაცია შეიძლება იყოს ყოვლედღიურად, მაგრამ გაძნელებული, ან არ ხდება ნაწლავების სრული დაცლა. ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავების დაცლა ხდება 1 -2- ჯერ დღეში, როგორც წესი ერთსა და იმავე დროს. დეფეკაციის სიხშირე დამოკიდებულია საკვების შემადგენლობასა და რაოდენობაზე. ბევრს აწუხებს შეკრულობა, თავიანთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე.
ყაბზობის დროს აწუხებთ: ნაწლავებში სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ხანმოკლე შეკრულობასაც კი მივყავართ ორგანიზმის თვითმოწამვლამდე, ამიტომ შეკრულობის დროს აუცილებელია სათანადო ზომების მიღება, ექიმის კონსულტაცია, მცენარეებით მკურნალობა, გამწმენდი ოყნა.
სამკურნალო რეცეპტები კი ასეთია :
ყაბზობის დროს აწუხებთ: ნაწლავებში სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ხანმოკლე შეკრულობასაც კი მივყავართ ორგანიზმის თვითმოწამვლამდე, ამიტომ შეკრულობის დროს აუცილებელია სათანადო ზომების მიღება, ექიმის კონსულტაცია, მცენარეებით მკურნალობა, გამწმენდი ოყნა.
სამკურნალო რეცეპტები კი ასეთია :
- ბაბუაწვერას ( ბურბუშელა ) ძირების ნაყენი: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ძირებს დაასხით 1 ჭ ცივი წყალი, დააყენეთ ღამის განმავლობაში. მიიღება 1/3 ჭ 3 - ჯერ დღეში.
- 1 ჩ/კ სელის თესლს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ თბილ ადგილას 4 -5 სთ, მიიღება მთლიანი ნაყენი თესლთან ერთად საღამოს.
- ოროვანდის თესლის ნაყენი: აიღეთ 2 - 3ს/კ. დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 სთ. გაწურეთ. მიიღება 1/2 ჭ საღამოს.
- კვრინჩხის ყვავილებისა და ფოთლების ნაყენი, მიიღება ჩაის სახით.
- ხეჭრელას ქერქის ნახარში: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 20 წთ ნელ ცეცხლზე, გაწურეთ. მიიღება 1/2 ჭ დილით და საღამოს.
- 1 ს/კ ხეშავის ნაყოფს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 სთ, თბილ ადგილას, გაწურეთ. მიიღება 1/2 ჭ ღამით. ნახარში: 20 გრ დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით 200 მლ წყალი, ადუღეთ 10 წთ, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 1 ს/კ 3 - 4- ჯერ დღეში.
- ქაცვის თესლის ნახარში: 1 ს/კ დაასხით 300 მლ წყალი, ადუღეთ 5 წთ, მიიღება ჩაის სახით.