როდის არის აუცილებელი კორონაროგრაფიის ჩატარება აუცილებელი
კორონაროგრაფიის ჩატარების ჩვენებები დადგენილია მსოფლიოს წამყვანი კარდიოლოგების მიერ და შეჯამებულია შესაბამის სპეციალურ დოკუმენტში (ე.წ გაიდლაინში), რომლითაც ყოველმა კარდიოლოგმა უნდა იხელმძღვანელოს. შესაბამისად, კორონაროგრაფიის ჩატარების აუცილებლობის დადგენა მთლიანად კარდიოლოგების პრეროგატივაა, ვინაიდან ეს მოითხოვს კონკრეტული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ღრმა ანალიზს, რაც არაინვაზიური დიაგნოსტიკური კვლევების შედეგების საფუძველზე ხდება. თქვენს მკითხველს კი ამის თაობაზე შეგვიძლია მხოლოდ ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები მივცეთ.
კორონაროგრაფიის ჩატარების საკითხი უმთავრესად მაშინ დაისმის, როცა:
კორონაროგრაფიის ჩატარების საკითხი უმთავრესად მაშინ დაისმის, როცა:
- სტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტის კლინიკური მდგომარეობა ცუდად ემორჩილება ან სრულებით არ ექვემდებარება მედიკამენტურ თერაპიას;
- არაინვაზიური გამოკვლევების შედეგად პაციენტს აღენიშნება მიოკარდიუმის ინფარქტის და უეცარი სიკვდილი ს განვითარების მაღალი რისკი;
- პაციენტს აღენიშნება ე.წ. მწვავე კორონარული სინდრომი ( არასტაბილური სტენოკარდია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი).
არსებობს გეგმური, სასწრაფო და გადაუდებელი კორონაროგრაფია.
გეგმური კორონაროგრაფია ტარდება გიდ - ის ქრონიკული ფორმების მქონე ავადმყოფთა გამოკვლევის დროს.
გადაუდებელი კორონაროგრაფიის საკითხი განიხილება უმთავრესად მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს, პირველი 12 საათის განმავლობაში. ის უახლოეს რამდენიმე საათში უნდა ჩატარდეს.
სხვა მწვავე მდგომარეობის შემთხვევაში დაისმის სასწრაფო (24 - 48 საათის, ზოგჯერ - შედარებით მეტი ხნის ფარგლებში) კორონაროგრაფიის ჩატარების საკითხი.
კორონაროგრაფიის ხარისხიანად და უსაფრთხოდ ჩატარებისათვის აუცილებელია: - ექიმ-ოპერატორს გავლილი ჰქონდეს სათანადო პროფესიული მომზადება და ჰქონდეს დამოუკიდებელი მუშაობის საკმაო გამოცდილება;
- გამოკვლევა ჩატარდეს მხოლოდ კორონაროგრაფიისთვის ვარგისი თანამედროვე ანგიოკარდიოგრაფიული დანადგარის გამოყენებით.