საკეისრო კვეთის დადებითი და უარყოფითი მხარეები
საკეისრო კვეთა არის ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ნაყოფსა და მომყოლს საშვილოსნოდან ოპერაციული გზით - საშვილოსნოს წინა კედელზე ხელოვნურად გაკეთებული ჭრილობიდან გამოაძევებენ.
ჩვენებები
ნებისმიერი სხვა ოპერაციული ჩარევის მსგავსად, საკეისრო კვეთაც მხოლოდ ჩვენებისამებრ უნდა ჩატარდეს. საკეისრო კვეთის ოპერაცია პათოლოგიური მდგომარეობიდან გამოსავალია და არა არჩევის მეთოდი.
განასხვავებენ საკეისრო კვეთის აბსოლუტურ და შედარებით ჩვენებებს.
აბსოლუტური ჩვენება ნიშნავს, რომ მშობიარობა ბუნებრივი გზით შეუძლებელია. ასეთია გართულებები, რომლებიც დედასა და ნაყოფს სასიკვდილო საფრთხეს უქმნის.
ერთი აბსოლუტური ჩვენება საკმარისია, რომ საკეისრო კვეთა ჩატარდეს. ამ შემთხვევაში არც ოპერაციის პირობებს და არც უკუჩვენებებს არ ითვალისწინებამ. შედარებითი ჩვენება ისეთი კლინიკური სიტუაციაა, როდესაც ნაყოფის მიღება ბუნებრივი მშობიარობით შესაძლებელია, მაგრამ არსებობს უფრო დიდი რისკი, ვიდრე საკეისრო კვეთის შემთხვევაში. ამ დროს ოპერაციის ჩასატარებლად საჭიროა ორი და მეტი შედარებითი ჩვენების არსებობა. შედარებითი ჩვენებებია:
საკეისრო კვეთის ჩვენებები, განსაკუთრებით - აბსოლუტური, როგოც წესი, ორსულობის დროსაც ცნობილია, ზოგჯერ - დაორსულებამდეც კი. ამ დროს საკეისრო კვეთა გეგმურად ტარდება, ჩატარების თარიღს კი მკურნალი ექიმი ადგენს. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ორსული ჩვეულებრივი, ბუნებრივი გზით მშობიარობისთვის ემზადება, მაგრამ უეცარი გართულების გამო აუცილებელი ხდება საკეისრო კვეთის ჩატარება. ამას ეწოდება სასწრაფო საკეისრო კვეთა.
საკეისრო კვეთის დადებითი და უარყოფითი მხარეები
საკეისრო კვეთის ყველაზე დიდი ღირსებაა ბავშვის დაბადება სწორედ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ მიზეზით დედას, ბავშვს ან ორივეს ერთად უდიდესი საფრთხე ემუქრება. ასე რომ, როდესაც არსებობს საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენება, მის ნაკლოვანებებზე ლაპარაკი ზედმეტია. გარდა ამისა, საკეისრო კვეთისას საშო არ იჭიმება, არ ჩნდება ჩახევები, არ ედება ნაკერები, არ იჭიმება მყესები და მენჯის ორგანოები, არ ხდება მათი დაწევა, საშვილოსნოს ყელის გახევა, შემდგომ არ ვითარდება ბუასილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. რაც შეეხება ნაკლოვანებებს: მართალია ოპერაცია ბუნებრივ მშობიარობაზე მოკლე ხანში სრულდება, მაგრამ ნარკოზიდან გამოსვლა, ჭრილობის მოშუშება, ტკივილი, სისხლის დანაკარგის აღდგენა, ინფიცირების პრობლემები, მოძრაობის შეზღუდვა საგრძნობლად ართულებს მელოგინის ცხოვრებას ოპერაციის შემდგომ. ნარკოზის შემდეგ მელოგონის ტვინი ვეღარ იღებს სიგნალს, რომ ბავშვი დაიბადა, რაც ორგანიზმში ერთგვარ გაურკვევლობას იწვევს და საშვილოსნო ისე ინტენსიურად ვეღარ იკუმშება, როგორც ბუებრივი მშობიარობის შემდგომ.

- ნაყოფის არასწორი (გარდიგარდმო) მდებარეობა;
- ნაყოფისა და სამშობიარო გზების ზომათა შეუსაბამობა (ვიწრო ან დეფორმირებული მენჯი, დიდი ნაყოფი, საშვილოსნოს ყელისა და საშოს ნაწიბუროვანი დავიწროება, სამშობიარო გზების სიმსივნეები );
- სასქესო ორგანოების ვარიკოზი;
- პლანცეტის სრული წინამდებარეობა (როდესაც იგი ახშობს საშვილოსნოდან გამოსავალს ) ან ნორმალურად მიმაგრებული პლანცეტის ნაადრევი აცლა;
- საშვილოსნოს მოსალოდნელი ან დაწყებული გახევა;
- ჭიპლარის გამოვარდა და სხვა.
ერთი აბსოლუტური ჩვენება საკმარისია, რომ საკეისრო კვეთა ჩატარდეს. ამ შემთხვევაში არც ოპერაციის პირობებს და არც უკუჩვენებებს არ ითვალისწინებამ. შედარებითი ჩვენება ისეთი კლინიკური სიტუაციაა, როდესაც ნაყოფის მიღება ბუნებრივი მშობიარობით შესაძლებელია, მაგრამ არსებობს უფრო დიდი რისკი, ვიდრე საკეისრო კვეთის შემთხვევაში. ამ დროს ოპერაციის ჩასატარებლად საჭიროა ორი და მეტი შედარებითი ჩვენების არსებობა. შედარებითი ჩვენებებია:
- დიდი ან გადამწიფებული ნაყოფი;
- ნაყოფის მენჯით წინამდებარეობა;
- 35 წელს გადაცილებული პირველმშობიარე;
- დედის მძიმე მდგომარეობა (სამშობიარო მოქმედების ანომალიები, ორსულობის გართულებები, ექსტრაგენიტალური დაავადებები - ტუბერკულოზი, მაღალი მიოპია, თირკმლის, ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ - სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე - მრავალკვანძოვანი მიომა და სხვა );
- ნაყოფის დისტრესსინდრომი (ჟანგბადოვანი შიმშილი), ღრმა დღენაკლულობა;
- სასქესო ორგანოების ინფექციათა გამწვავება ორსულობის ბოლო კვირას - სამშობიარო გზებში გავლისას ბავშვი შესაძლოა დაინფიცირდეს.