45% შემთხვევაში ინფარქტი უსიმპტომოა. აი რა უნდა იცოდეთ აუცილებლად!
კვლევების თანახმად, ინფარქტს ყოველთვის არ ახლავს თან ძლიერი ტკივილები. მეტიც, თქვენ შეიძლება შეუმჩნევლადაც გადაიტანოთ ის. ინფარქტის შემთხვევის 45% სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მას არ ახლავს ისეთი ძლიერი ტკივილები, როგორიც გულის შეტევისთვისაა დამახასიათებელი. აი რა საფრთხეს წარმოადგენს ''ჩუმი ინფარქტი'' და როგორ გამოვავლინოთ ის.
ადამიანებში, რომელთაც უსიმპტომო გულის შეტევა აქვთ გადატანილი, ნაადრევი სიკვდილის რისკი 34%-ით იზრდება. საქმე იმაშია, რომ ინფარქტის დროს ძალიან ზიანდება გულის კუნთი და შესაბამისი მკურნალობის კურსის არ ჩატარების შემთხვევაში გულის შეტევის გამეორების რისკი, რომელსაც უკვე აუცილებლად იგრძნობთ, წარმოუდგენლად მაღალია.
საბედნიეროდ, უსიმპტომო ინფარქტისთვის დიაგნოსტიკა მაინც შესაძლებელია გარკვეულ ნიშნებზე დაკვირვებით. აი რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:
დაიმახსოვრეთ, რომ სერიოზული დაავადებების დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ერთი შეხედვით არც თუ ისე მნიშვნელოვანი ნიშნების ცოდნა და მათი წაკითხვის უნარის გამომუშავება. ჩვენი ორგანიზმი ყოველთვის გვიგზავნის სიგნალებს, როდესაც მის თავზე რაღაც რიგზე ვერ არის. დროულ დიაგნოსტიკას შეუძლია თქვენი სიცოცხლე იხსნას! მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.
ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ადამიანებში ინფარქტის განვითარების რისკი უმნიშვნელოა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ასაკი 35 წელს აღემატება და გაქვთ გენეტიკური მიდრეკილება გულის დაავადებებისკენ, გაწუხებთ მაღალი წნევა, დიაბეტი ან ჭარბი წონა, გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება და პროფილაქტიკისთვის მიმართეთ ექიმს.
ინფარქტის რისკი ასევე განსაკუთრებით მაღალია ადამიანებში, რომელთაც მავნე ჩვევები ახასიათებთ (მოწევა, ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება და ა.შ.).
გისურვებთ ჯანმრთელობას! აუცილებლად გაუზიარეთ ეს ღირებული ინფორმაცია საკუთარ მეგობრებს.

- სუსტი ტკივილი გულ-მკერდის არეში, ღებინების შეგრძნება, თავბრუსხვევა;
- აუხსნელი დაღლილობა და სისუსტე;
- გულძმარვა, სუნთქვის გახშირება, დისკომფორტი კისრისა და ყბის არეში.