არასოდეს ვუვლი გვერდს სტაფილოს ბაზარში, მუდამ ვყიდულობ! და მხოლოდ ამ კერძის ხათრით...
სტაფილო ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბოსტნეულია, ის სუპებისა და ბობრაწულების განუყოფელი ნაწილიცაა. მაგრამ სტაფილოსგან ტკბილი კერძის მომზადებაც შეიძლება. Fpaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ უგემრიელესი დესერტის რეცეპტს, რომელიც ბავშვებს ტორტს შეუცვლის.
ინგრედიენტები:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
ინგრედიენტები:
- 270 გრ ხორბლის ფქვილი
- 110 გრ ყავისფერი შაქარი
- 175 მლ ზეთი
- 3 კვერცხი
- 300 გრ სტაფილო
- 70 გრ თხილი
- 2 ჩ.კ. დარიჩინი
- 1 ჩ.კ. ჯანჯაფილი
- 0,5 ჩ.კ. მუსკატის თხილი
- 1 მწიკვი მარილი
- 20 გრ კარაქი
- 200 გრ ყველი მასკარპონე
- 100 გრ შაქრის პუდრი
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
მომზადება:
- შეურიეთ მარილი, სუნელები და გამაფხვიერებელი 250 გრ ფქვილთან.
- ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ზეთი და კარგად მოურიეთ.
- შეურიეთ მიღებული მასები. დაამატეთ გახეხილი სტაფილო და დაჭრილი თხილი.
- აიღეთ კექსის ლიტრიანი ფორმა ან მრგვალი 24 სმ დიამეტრით. წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი. მოათავსეთ ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45-55 წუთით.
- გამოიღეთ ფორმა და გააჩერეთ 15 წუთით. შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ კექსი და გააცივეთ.
- შეურიეთ მასკარპონე, ლიმონის წვენი, შაქრის პუდრი და ათქვიფეთ. წაუსვით კექსს კრემი, მოაყარეთ თხილი. შეგიძლიათ მასკარპონე ცხიმიანი არაჟნით ჩაანაცვლოთ.
გემრიელად მიირთვით!