ლიმონის მსუბუქი კექსი, როცა რაიმე მარტივი და გემრიელი გინდა!
fpaparazzi ფაფუკი და საოცრად არომატული კექსის რეცეპტს გთავაზობთ...
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ფქვილი 250 გ
- კვერცხი 3 ცალი
- ლიმონი 2 ცალი
- კარაქი 200 გ
- შაქარი 150 გ
- ვანილის შაქარი 1 შეკვრა
- მარილი
- გამაფხვიერებელი 2 ჩ/კ
- შაქრის პუდრა 150 გ
მომზადების წესი:
- კარაქი ათქვიფეთ, დაუმატეთ თანდათანობით შაქარი, ვანილის შაქარი, მარილი და კვერცხი.
- ლიმონი კარგად გარეცხეთ და გახეხეთ ცედრა. გამოწურეთ წვენი.
- წვენი და ცედრა დაუმატეთ შაქრისა და კარაქის მასას.
- ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და შეურიეთ ძირითად მასას. კარგად აურიეთ.
- ცომი გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაში და აცხვეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი.
- გამოიღეთ კექსი ღუმელიდან. მეორე ლიმონიდან გამოწურეთ წვენი, აურიეთ შაქრის პუდრა და წაუსვით თბილ-თბილ კექსს მიღებული მინანქარი. გააცივეთ და დაჭერით.
გემრიელად მიირთვით!