კენკრის კექსი თეთრი შოკოლადით

კენკრის კექსი თეთრი შოკოლადით
FPAPARAZZI-ი გირჩევთ ისარგებლოთ ზაფხულით და მოამზადოთ კენკრის უგემრიელესი კექსები.
საჭირო მასალა:
  • 2 ჩ.კ ლიმონის წვენი
  • 250 მლ რძე
  • 125 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 კვერცხი
  • 260გ ფქვილი
  • 3 ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • ¼ ჩ.კ მარილი
  • 250 მლ რძე
  • 125 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 კვერცხი
  • 260გ ფქვილი
  • 3 ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • ¼ ჩ.კ მარილი

მომზადება:
  1. ჯამში ჩაასხით ლიმონის წვენი, რძე, ზეთი, დაუმატეთ კვერცხი და კარგად მოურიეთ.
  2. ცალკე ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, შაქარი და წვრილად დატეხილი შოკოლადი.
  3. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში. რამდენიმე ნატეხი შოკოლადი შეინახეთ კექსის მოსართავად.
  4. შემდეგ მშრალი და თხევადი ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ.
  5. შესაძლოა, ბოლომდე ერთგვაროვანი მასა არ მიიღოთ, მაგრამ არ შეგეშინდეთ.
  6. მიღებულ მასას დაუმატეთ კენკრა და ფრთხილად მოურიეთ.
  7. კექსის ფორმებში ჩაასხით 1/3 პორცია ცომი და თავზე მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.
  8. აცხვეთ 20- 25 წუთით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში

გემრიელად მიირთვით