კარტოფილის კალათები კვერცხის თვლებით

კარტოფილის კალათები კვერცხის თვლებით
FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ გემრიელი და ნოყიერი კერძის რეცეპტს.

საჭირო მასალა:
  • საშუალო ზომის კარტოფილი- 6-8 ცალი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • კვერცხი 10 ცალი


მომზადება:
თავდაპირველად, 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45- 60 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ კარტოფილი. შემდეგ გაფცქვენით და გახეხეთ.
კექსის ფორმებს წაუსვით ცხიმი და თითოეულში მოათავსეთ 3-4 ს.კ გახეხილი კარტოფილი და ხელით კალათის ფორმა მიეცით, მოაყარეთ მარილი და პილპილი. აცხვეთ 220 გრადუსზე 15-20 წუთით. როდესაც ”კალათები” დაიბრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან და აცადეთ შეგრილება. თითოეულ კალათში ჩაახალეთ კვერცხი და რამდენიმე წუთით შეაბრუნეთ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით.