არაამქვეყნიურად გემრიელი კექსი შედედებული რძით

არაამქვეყნიურად გემრიელი კექსი შედედებული რძით
კექსი ალბათ არა ერთხელ გამოგიცხვიათ,მაგრამ ასეთი არასდროს! FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ ფუმფულა კექსის რეცეპტს შედედებული რძით.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი 120გ
  • 4 კვერცხი
  • 1 ქილა შედედებული რძე
  • 50გ კარაქი
  • 1ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 1 შეკვრა ვანილი

მომზადება:
შედედებული რძე და კვერცხი მიქსერით ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე. დაუმატეთ გამდნარი კარაქი და ისევ განაგრძეთ თქვეფა. მიღებულ მასას დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ კარაქწასმულ საცხობ ფორმაზე. აცხვეთ 35 წუთი 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
მზა კექსი გააცივეთ და თავზე მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით.