მე - მსოფლიოში განთქმული ქირურგი ვარ. და აი რა გავიგე ჯანმრთელობის შესახებ 40-წლიანი პრაქტიკის შემდეგ

მე - მსოფლიოში განთქმული ქირურგი ვარ. და აი რა გავიგე ჯანმრთელობის შესახებ 40-წლიანი პრაქტიკის შემდეგ
წიგნის „ჯადოსნური ენზიმები, ანუ ჯანსაღი კვების ზიანის შესახებ“ ავტორი, ცნობილი გასტროენტეროლოგი ჰირომი შინია ამბობს, რომ იცის ჩვენი მრავალი დაავადების მიზეზების შესახებ. მას უზარმაზარი გამოცდილება აქვს კუჭ-ნაწლავის დაავადებების მკურნალობაში. ექიმის პაციენტებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიცაა კევინ კლაინი, სტინგი, დასტინ ჰოფმანი და სხვ.

ჰირომი შინია ირწმუნება: თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მწყობრშია, ადამიანის ორგანიზმი იოლად გაუმკლავდება ნებისმიერ პრობლემებს.



ბევრ ჩვენგანს აქვს გენეტიკური მიდრეკილება ამა თუ იმ ავადმყოფობისადმი იქნება ეს გულის დაავადებები, დიაბეტი, მსხვილი ნაწლავის კიბო, კრონის დაავადება თუ კოლიტი. სწორედ დიეტასა და კვების რაციონს შეუძლია დაავადება „ჩართოს“ ან „გაორთოს“.

Fpaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ: რომელი პროდუქტები უნდა მოიხმაროთ, რათა არ დავაბინძუროთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და არ მოვახდინოთ დაავადებების პროვოცირება?

ერიდეთ პროდუქტებს, რომლებიც აქრობენ საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს:




  • დიდი ოდენობით ცხიმოვანი ცილები - განსაკუთრებით წითელი ხორცი
  • რძის პროდუქტები - ძროხის რძე, ყველი, იოგურტი
  • იაპონური მწვანე ჩაი, ინგლისური ჩაი (ეში მხოლოდ 2 ფინჯანია დაშვებული)
  • ყავა
  • შაქარი და ტკბილეულობა
  • ნიკოტინი
  • შოკოლადი
  • ცხიმი და ზეთები
  • მარილი (გამოიყენეთ ზღვის მარილი)
  • ალკოჰოლი


ჯანსაღი დიეტა 85-90%-ით მცენარეული პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს:


მე - მსოფლიოში განთქმული ქირურგი ვარ. და აი რა გავიგე ჯანმრთელობის შესახებ 40-წლიანი პრაქტიკის შემდეგ

რაციონის 50% - სრულმარცვლოვანი პროდუქტები, ყავისფერი ბრინჯი, ბარდა.
რაციონის 30% - მწვანე და ყვითელი ბოსტნეული, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ზღვის კომბოსტო.
5-10% - ხილი და თხილი
10-15% - ცხიმოვანი ცილები (დღეში არაუმეტეს 100 გრ) თევზი, ფრინველის , საქონლის, ცხვრის, ღო ხორცი (მხოლოდ ორგანული)

დიეტაში საკვანძო როლი წყალს უკავია. ის ხარისხიანი უნდა იყოს - მინერალური ან გასუფთავებული



დიდებმა დღეში 6-10 ჭიქა წყალი უნდა დალიონ: გაღვიძებისთანავე 1-3 ჭიქა. 2-3 ჭიქა ყოველი ჭამის წინ 1 საათით ადრე.

ექიმი შინია გირჩევთ, ნუ მიიღებთ დიდი ოდენობით წამლებს, ჩართეთ განრიგში ვარჯიში, უარი თქვით მავნე ჩვევებზე, დაალაგეთ დღის რეჟიმი. გასტროენტეროლოგი ირწმუნება, რომ ფერმენტების გამომუშავებაზე პაციენტის განწყობაც მოქმედებს - სიხარული და სიყვარული ასტიმულირებს ამ პროცესს.