ეს წარმოუდგენლად გემრიელი ღვეზელი ყველას შეუყვარდება. თევზის, კარტოფილის, ყველისა და მწვანილის შესანიშნავი შეხამება
Fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ თინუსის ღვეზელის საუცხოო რეცეპტს. თანაც, ცომის მომზადებისთვის შეგიძლიათ დრო არ დახარჯოთ და შეიძინოთ მზა ფენოვანი ცომი.
ინგრედიენტები:
მოზადება:
ინგრედიენტები:
- 40 გრ დაკონსერვებული თინუსი
- 500 გრ ფენოვანი ცომი
- 200 გრ მაგარი ყველი
- 150 გრ კარტოფილის პიურე
- 2 ხახვი
- 1 კვერცხი
- 200 გრ ისპანახი
- ნიახური, მარილი, პილპილი - გემოვნებით
მოზადება:
- მოხარშეთ ისპანახი 3 წუთის განმავლობაში, გადაასხით სითხე და დაჭერით ბოსტნეული.
- გადმოიღეთ თევზის კონსერვი წვნიანად, დაჭყლიტეთ ჩანგლით, დაამატეთ გახეხილი ყველი, კარტოფილის პიურე, დაჭრილი ხახვი, მწვანილი, მარილი და პილპილი.
- ინსტრუქციის მიხედვით გალღობილი ცომ გააბრტყელეთ მართკუთხედად, გააკეთეთ ულუფების მიხედვით ჩაღრმავებები, მოათავსეთ შიგთავსი, წაუსვით კვერცხი, მოათავსეთ საცხობ ფორმაში და შედგით 20-30 წუთით.
- სუფრაზე სანამ გაიტანთ, დაჭერით ღვეზელი ულუფების მიხედვით.