როგორ მოვამზადოთ ნამდვილი უზბეკური სამსა ფენოვანი ცომით

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი უზბეკური სამსა ფენოვანი ცომით
გაყინული ფენოვანი ცომი, დიასახლისებისთვის ნამდვილად დიდი შვებაა. დღეს ფენოვანი ცომისგან უგემრიელესი უზბეკური სამსას მომზადების რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • ფენოვანი ცომი 500გ
  • ხახვი 2 თავი
  • დაფქული შავი წიწაკა 0,5 ჩ.კ
  • კვერცხი 1 ცალი
  • საქონლის ხორცი 600გ
  • მარილი 2ჩ.კ
  • ქონდარი 1 ჩ.კ


მომზადების წესი:
1.ხორცი კარგად გაასუფთავეთ და რაც შეიძლება წვრილად დაჭერით. შეგიძლიათ ხორცსაკეპში გაატაროთ, თუმცა ნამდვილი, ტრადიციული სამსა სწორედ წვრილად დაჭრილი ხორცისგან მზადდება.
2. ხახვი დაჭერით წვრილად და ხორცს დაუმატეთ. მოაყარეთ მარილი, ქონდარი და პილპილი. კარგად აურიეთ.
3. გაყინული ცომი დაჭერით დაახლოებით ასანთის კოლოფის ზომის ნაჭრებად. შემდეგ თითოეული მათგანი გააბრტყელეთ
4. თითოეულ მათგანზე მოათავსეთ გულსართი და სამკუთხედად შეკარით
5. პატარა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და ფუნჯით წაუსვით ღვეზელებს.
6. აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
7. შემდეგ ტემპერატურას დაუწიეთ 170 გრადუსამდე და აცხვეთ კიდევ 10-15მ წუთით.

გემრიელად მიირთვით.