კარტოფილის კატლეტები – შესანიშნავი იდეა ნოყიერი ვახშმისთვის!

კარტოფილის კატლეტები – შესანიშნავი იდეა ნოყიერი ვახშმისთვის!
fpaparazzi ვახშმად უგემრიელესი და ნოყიერი კატლეტის რეცეპტს გთავაზობთ!
საჭირო მასალა:
  • 6-8 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • ზეთი
  • 2 ს/კ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • მწიკვი პაპრიკა
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:
  1. მოხარშეთ კარტოფილი, გააკეთეთ პიურე. კვერცხი ათქვიფეთ ჩანგლით და დაუმატეთ პიურეს, კარგად აურიეთ.
  2. ხახვი დაჭერით წვრილად და მოხრაკეთ ზეთში, დაუმატეთ კარტოფილის პიურე.
  3. მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაუმატეთ პაპრიკა.
  4. გააგრილეთ მასა და გააკეთეთ პატარა კატლეტები.
  5. ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
  6. მიირთვით ცხელ-ცხელი არაჟანთან ერთად!