ამაზე გემრიელი არაფერი გამისინჯავს! კარტოფილის რულეტებს ხორცით მხოლოდ ასე ვამზადებ.

ამაზე გემრიელი არაფერი გამისინჯავს! კარტოფილის რულეტებს ხორცით მხოლოდ ასე ვამზადებ.
fpaparazzi გთავაზობთ ხორციანი კარტოფილის რულეტის კლასიკურ რეცეპტს.

საჭირო მასალა:

  • კარტოფილი 600 გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ზეთი 3 ს/კ
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • საქონლის ხორცი 500 გ
  • ფქვილი 150 გ
  • არაჟანი 1 ს/კ
  • მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:

  1. კარტოფილი მოხარშეთ კანიანად და დაიწყეთ ხორცის ფარშის შენელება: დაუმატეთ მარილი, პილპილი და არაჟანი. კარგად აურიეთ.
  2. მოხარშული და გაცივებული კარტოფილი გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დაუმატეთ ფქვილი, მარილი, პილპილი და კვერცხი.
  3. მოზილეთ ცომი, მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით თანაბარ ნაწილებად.
  4. ცომის თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და მოათავსეთ ხორცის გულსართი, დაუტოვეთ კიდეებზე 1 სმ თავისუფალი ადგილი.
  5. გადაახვიეთ მჭიდროდ რულეტებად და შეწვით ზეთმოსხმულ ტაფაზე ყველა მხრიდან.
  6. შემდეგ წაუსვით ღუმელის ფირფიტას ცხიმი და დაალაგეთ შემწვარი რულეტები.
  7. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!