ფრანგული სამზარეულოს მარგალიტი: პარმანტიე საქონლის ღვიძლით

ფრანგული სამზარეულოს მარგალიტი: პარმანტიე საქონლის ღვიძლით
Fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ მოამზადოთ მობრაწულა პარმანტიე საქონლის უნაზესი ღვიძლით. ამ კერძის მთავარი „მარილი“ მდგომარეობს საფანელისა და თხილის ნაზავში, რომელიც წარმოუდგენლად ჰარმონიულად ერწყმის ღვიძლს.

ინგრედიენტები:


  • 500 გრ კარტოფილი
  • 400 გრ საქონლის ღვიძლი
  • 1 კვერცხი
  • 80 მლ რძე
  • 1 ხახვი
  • 100 გრ კარაქი
  • 3 ს.კ. საფანელი
  • 100 მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • 70 გრ მაგარი ყველი
  • მარილი, პილპილი - გემოვნებით


მომზადება:

  1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. გარეცხეთ ღვიძლი და წვრილად დაჭერით.
  2. დაჭერით კუბებად ხახვი და მოთუშეთ 50 გრ კარაქთან. დაამატეთ ღვიძლი, ურიეთ 5 წუთის განმავლობაში. დაამატეთ მარილი, პილპილი, ღვინო.
  3. გათალეთ და მოხარშეთ კარტოფილი მარილიან წყალში, შემდეგ მოამზადეთ პიურე, დაამატეთ რძე, კვერცხი და დარჩენილი კარაქი.
  4. მოათავსეთ მზა ღვიძლის აცხობ ფორმაზე, მოაყარეთ საფანელი და დაჭრილი თხილი.
  5. ზემოდან წაუსვით პიურე, მოაყარეთ გახეხილი ყველი. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთით.


გემრიელად მიირვით!