მაკარონის მობრაწულა ნეაპოლურად

მაკარონის მობრაწულა ნეაპოლურად
ეს მობრაწულა, ზარმაცების ლაზანიაა, რომელშიც სპეციალური ფირფიტების ნაცვლად, მაკარონია გამოყენებული. FPAPARAZZI-ის გირჩევთ მოამზადოთ, მარტივია და გემრიელი.
საჭირო მასალა:
  • 500გ მაკარონი
  • 700 გ საქონლის ფარში (შეგიძლიათ შერეული ფარში გამოიყენოთ)
  • 1 თავი ხახვი
  • 1 წითელი ტკბილი წიწაკა
  • 2 ს.კ ტომატის პასტა
  • 50 მლ წითელი მშრალი ღვინო
  • 150 გ მაგარი ყველი
  • 1 პატარა კონა ოხრახუში
  • 400 მლ რძე
  • 2 ს.კ კარაქი
  • 2 ს.კ ფქვილი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:
წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ზეთში 3 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ასევე წვრილად დაჭრილი წიწაკა და კიდევ 2-3 წუთით თუშეთ. შემდეგ დაუმატეთ ფარში,მარილი და 10 წუთით დატოვეთ დაბალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ურიეთ. დაუმატეთ ღვინო და თუშეთ მანამ, სადნამ სითხე არ დაშრება. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და პომატის პასტა. ურიეთ დაახლოებით 4 წუთის გამავლობაში.
მაკარონი მოხარშეთ, დაუმატეთ წყალი, დაუმატეთ 0,5 ს.კ ზეითუნის ზეთი და კარგად მოურიეთ.
ვამზადებთ სოუსს:
ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი და ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ დაუმატეთ რძე, გამუდმებით ურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით.

სასურველ ფორმაზე ერთ ფენად დააწყვეთ მაკარონი, მოასხით ცოტა სოუსი და კარგად გადაანაწილეთ. შემდეგ ერთ ფენად მოათავსეთ ფარში. ზემოდან ისევ დაალაგეთ მაკარონის ფენა და მოასხით დარჩენილი სოუსი, მოახეხეთ ყველი და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით.