ხორცის პური მჟავე კიტრით: ორიგინალური რეცეპტი, რომელიც მრავალ სიტუაციაში გიხსნით

ხორცის პური მჟავე კიტრით: ორიგინალური რეცეპტი, რომელიც მრავალ სიტუაციაში გიხსნით
Fpaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ: მოამზადეთ ხორცის პური ფარშისგან - მარტივი და ამავდროულად უჩვეულო კერძი. ის ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს, მაგრამ მომზადების სისწრაფის გამო, სურვილი გიჩნდება, დღესვე გამოსცადო და დააგემოვნო.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ძროხის ხორცის ფარში
  • 1 სტაფილო
  • 250 გრ მჟავე კიტრი
  • 1 ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 კვერცხი
  • 3 ს.კ. საფანელი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 2 ს.კ. ტომატ-პასტა
  • მარილი, პილპილი - გემოვნებით


მომზადება:


  1. გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ხახვი, გაატარეთ ნიორი, დაჭერით კიტრი კუბებად.
  2. თასში მოათავსეთ ფარში, დაამატეთ კვერცხი, კიტრი, ხახვი, სტაფილო და ნიორი. მოაყარეთ მარილი და პილპილი, კარგად მოურიეთ.
  3. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, მოათავსეთ ფარში და კარგად გაათანაბრეთ. დააფარეთ ფოლგა და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთით.
  4. მოხსენით ფოლგა და წაუსვით ტომატის პასტა, შემდეგ შედგით კვლავ ღუმელში 10 წუთით. მზადაა!