ბადრიჯნის საუცხოო მობრაწულა: პირველ რიგში ვამზადებ, როდესაც აგარაკზე ბადრიჯნის მოსავალს ვიღებ
დღეს fpaparazzi-ს რედაქცია შემოგთავაზებთ მარტივ და ძალიან გემრიელ კერძს ბადრიჯნისგან. ეს გახლავთ ძალიან ნოყიერი ხემსი, რომელიც შესანიშნავად ეწერება შემოდგომის სადღესასწაულო სუფრაში. მოსამზადებლად დაგჭირდებათ საყვარელი ხორცის ფარში. ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ ღორის ხორცის, მაგრამ გამოდგება ქათმის და ძროხის ხორცის ფარშიც.
ინგრედიენტები:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
ინგრედიენტები:
- 2 ცალი ბადრიჯანი
- 600 გრ ღორის ხორცის ფარში
- 2 ცალი ხახვი
- 4 ცალი პომიდორი
- 5 კბილი ნიორი
- 150 გრ მაგარი ყველი
- 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- დაჭერით ბადრიჯანი გრძლად, მოაყარეთ მარილი და შეწვით ზეითუნის ზეთში 2-ვე მხრიდან.
- დაჭერით ხახვი კუბებად. ერთი ხახვი მოთუშეთ შეწითლებამდე, შემდეგ დაამატეთ ფარშში, დაამატეთ მარილი, პილპილი და შეწვით.
- დაჭერით პომიდორი კუბებად. მოთუშეთ მეორე ხახვი, დაამატეომიდორი, ნიორი და გააჩერეთ ცეცხლზე 10 წუთით.
- შემწვარი ბადრიჯნის ფენებისა და ფარშისგან შექმენით რულეტები, მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე. ზემოდან დააასხით ტომატები ხახვით, მოახეხეთ ყველი.
- შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით.
გემრიელად მიირთვით!