უგემრიელესი ფარშირებული ქათმის ფილე - ნაბიჯ-ნაბიჯ რეცეპტით!
ნაზი და წვნიანი ქათმის ფილე, ბოსტნეულის პიკანტური გულსართი და ხრაშუნა კანი - ეს კერძი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ქათმის ფილე 4 ცალი
- ნიახურის ფესვი 160 გ
- ნიორი 20 გ
- კამა 15 გ
- დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
- მდოგვი 1 ჩ/კ
- ხახვი 350 გ
- სტაფილო 160 გ
- ოხრახუში 15 გ
- მარილი გემოვნებით
- არაჟანი 1 ს/კ
- პაპრიკა 1 ჩ/კ
მომზადების წესი:
- გახეხეთ მოგრძო ნაჭრებად სტაფილო, ხოლო ნიახურის ფესვი დაჭერით წრეებად.
- მოხრაკეთ ხახვი ზეთში. დაუმატეთ სტაფილო და ნიახური და ხრაკეთ რამდენიმე წუთი.
- დაჭერით წვრილად კამა და ოხრახუში. ასევე წვრილად დაჭერით ნიორი. დაუმატეთ მოხრაკულ ბოსტნეულს, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და მოურიეთ.
- ქათმის თითოეულ ფილეზე გააკეთეთ გვერდიდან ჩანაჭერი ისე, რომ კიდემდე 1 სმ დატოვოთ, შემდეგ გადახსენით ფილე, როგორც წიგნი, დააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და დაბეგვეთ.
- მოაყარეთ მარილი და პილპილი და მოათავსეთ ბოსტნეულის გულსართი. გადაახვიეთ რულეტად.
- მოათავსეთ მიღებული ქათმის რულეტები გამოსაცხობ ფორმაზე და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
- ამასობაში ერთმანეთში აურიეთ მდოგვი, არაჟანი, პაპრიკა, მარილი და პილპილი. წაუსვით მიღებული მასა რულეტებს და კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში 10 წუთით.
გემრიელად მიირთვით!