ღორის ხორცი ჩინურად: პიკანტური და გემრიელი კერძი
ხორცისა და ტკბილ-მჟავე ციტრუსების შეხამება - ტრადიციულია აზიური სამზარეულოსთვის. Fpaparazzi-ს რედაქცია გირჩევთ, გაანებივროთ გემოს რეცეპტორები და მოამზადოთ საუცხოო ჩინური კერძი ღორის ხორცისგან.
ინგრედიენტები:
მომზადება:
ინგრედიენტები:
- 2 კგ ღორის ხორცი
- 3 ფორთოხალი
- 2 ჩ.კ. როზმარინი
- 2-3 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
- 50 გრ ნუში
- მარილი, პილპილი - გემოვნებით
- 200 გრ არაჟანი
- 2 ხახვი
- 2 ს.კ. ფქვილი
- 4 კბილი ნიორი
მომზადება:
- გარეცხეთ და გაამშრალეთ ხორცი. შეურიეთ დაფქული როზმარინი, მარილი, პილპილი, დაჭერით ნიორი, წაუსვით მასა ხორცს.
- შეახვიეთ ხორცი ზეთწასმულ ფოლგაში, შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.
- გათალეთ და დაჭერით რგოლებად ფორთოხალი. გამოიღეთ ხორცი ღუმელიდან, გაშალეთ ფოლგა, დაადეთ ზემოდან 1 ფორთოხალი და შედგით ღუმელში 15 წუთით.
- ამ დროს მოამზადეთ ხახვის სოუსი. გახურებულ ტაფაში ჩაასხით არაჟანი, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, მოთუშეთ, დაამატეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ.
- დაჭერით ხორცი ნაჭრებად, მორთეთ ახალდაჭრილი ფორთოხლით და ნუშით. მიართვით ხახვის სოუსით.