3 სუპერ რეცეპტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ!
უძველესი დროიდან ამ დაავადების მიზეზად ნერვული სისტემის გადაღლილობას ასახელებდნენ. ამიტომ კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, პირველ რიგში, იყენებდნენ დასამშვიდებელ საშუალებებს - კატაბალახას ფესვს, კიტრისუნას, ბარამბოს, სვიის გირჩს, შავბალახას და ა.შ. მას შემდეგ, რაც ავადმყოფის ნერვული სისტემა დამშვიდდება, აძლევდნენ იმ საშუალებებს, რომლებიც უშუალოდ წყლულს კურნავდა.
- აიღეთ 3 ჩ/ჭ დაქუცამცებული ბებერა სოკო, 50 გრ ფარსმანდუკი, 50 გრ ფიჭვის კვირტი, 50 გრ ასკილი, 5 გრ აბზინდა, დაასხით 3,5 ლ ცივი წყალი, ხარშეთ ორი საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე დახურულ ჭურჭელში. ქვაბი ერთი დღე - ღამით დადგით თბილ ადგილას, შემდეგ გაწურეთ. დაუმატეთ 200 მლ ალოეს წვენი, 250 მლ კონიაკი, 400 მლ თაფლი და გააჩერეთ ოთხი დღე - ღამის განმავლობაში, ყოველდღე მოურიეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე. წყლულის განსაკურნებლად. ზოგჯერ საკმარისია ნახევარი ლიტრი ნაყენი.
- გულყვითელას წყალზე ნაყენი: 20 გრ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წთ, გაწურეთ, დაუმატეთ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და დალიეთ 1 - 2 ს/კ თბილი ნაყენი 2 - 3 - ჯერ დღეში.
- აიღეთ სამყურა და თხაწართხალა თანაბარი რაოდენობით, დააყენეთ როგორც ჩაი და დალიეთ დღის განმავლობაში. ნაყენს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, მას იყენებენ წყლულოვანი დაავადების, გასტრიტისა და კოლიტის დროს სამკურნალოდ.
- დადებითი მოქმედება კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს აქვს მუმიოს. პრეპარატის საჭირო რაოდენობას განსაზღვრავენ თანაფარდობით 250 გრ მუმიო - ადამიანის 1 კგ წონაზე, გაყოფილი ოთხზე.
მაგალითად, ადამიანის წონაა 60 კგ, მის სამკურნალოდ საჭიროა 60X250 მგ = 15 გრ. 15:4= 3,75 გრ. პროპოლისი 10 - დღიან მკურნალობის კურსზე, ანუ 0,37 გრ. 1 დღეზე. მიიღეთ ჭამამდე 1 - 2 საათით ადრე, 10 დღის განმავლობაში, 5 - დღიანი შესვენებით. ჩაატარეთ მკურნალობის 3 - 4 კურსი.