განიკურნეთ კუჭის წყლულისგან სამუდამოდ, ამ შესანიშნავი რეცეპტის დახმარებით!
მქონდა კუჭის წყლულოვანი დაავადება. ეს პათოლოგია შემოდგომით მწვავდება ხოლმე და მისი მიზეზი არასათანადო მკურნალობა ან დიეტის დარღვევა. მე ვთვლი, რომ თავად ვარ დამნაშავე, რომ შემოდგომა - გაზაფხულობით გაუსაძლისი ტკივილები მეწყებოდა და წელიწადში ორჯერ მიმწვავდებოდა წყლული. ახლა რომ ვუფიქრდები, ბოლომდე არასოდეს ვასრულებდი ექიმის მითითებებს, არ ვიღებდი პროფილაქტიკურ საშუალებებს, ვარღვევდი რეჟიმს და დიეტას. გამწვავების დროს კი, იცოცხლეთ, ჩავიყრიდი ხოლმე უამრავ წამალს, მაგრამ როგორც კი გამოვკეთდებოდი , მაშინვე ვივიწყებდი ყველაფერს. ბოლოს ექიმმა გამაფრთხილა, - თუ საკუთარ ჯანმრთელობას სერიოზულად არ მოეკიდები, წყლულოვანი დაავადება გაგირთულდებაო. შევშინდი და გადავწყვიტე, მართლაც საფუძვლიანად მემკურნალა. სწორედ იმ დროს მასწავლეს ერთი ხალხური საშუალება, რომელმაც, თამამად შემიძლია ვთქვა, საბოლოოდ განმკურნა წყლულისგან. მინდა, სხვებსაც ვასწავლო ეს რეცეპტი:
დაგვჭირდება:
მომზადების და გამოყენების წესი:
5 ლ თხის რძე დადგით თბილ ადგილას დასამჟავებლად. შემდეგ შემოდგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე, მაგრამ არ აადუღოთ - როგორც კი ახაჭოვდება, მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან და გაწურეთ. შრატი ჩაასხით ჯამში, ჩაყარეთ მასში შვრია ( 5 წილ შრატზე 1 წილი შვრია ) . ხარშეთ დიდხანს - 3 - 4 სთ, ძალიან დაბალ ცეცხლზე. როცა მოიხარშება და გაცივდება, გაწურეთ; შვრია შეგიძლიათ გადაყაროთ, ნახარშს კი დაუმატეთ 300 გრ თაფლი, 125 გრ სპირტი, აურიეთ და შეინახეთ გრილ ადგილას. მიიღეთ 30 მლ ჭამამდე 15 - 20 წუთით ადრე, სამჯერ დღეში. მკურნალობის კურსისთვის დაგჭირდებათ სამი ასეთი ულუფა.
ამ მკურნალობის შემდეგ კუჭს აღარ შევუწუხებივარ. თუმცა მკურნალობის პერიოდში მაინც მივეჩვიე საკუთარი თავის მოფრთხილებას - ვჭამ ერთსა და იმავე დროს, ვერიდები კუჭის გამაღიზიანებელ პროდუქტებს, ვისწავლე ნერვების დამშვიდებაც - მივხვდი, რომ ასეთი დისციპლინა აუცილებელია ჯანრმთელობის შესანარჩუნებლად.
ექიმის კომენტარი:
რძის შრატი ხშირად გვხვდება ხალხურ რეცეპტებში კუჭ - ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პათოლოგიების სამკურნალოდ. ასევე ხშირად გამოიყენება შვრია, რომელიც ცნობილია, როგორც ბუნებრივი ლორწოს შემცველი მცენარე - იგი იცავს კუჭის ლორწოვან გარსს გამაღიზიანებელი ფაქტორებისაგან. სპირტს ამ შემთხვევაში აქვს ლორწოვანი გარსის მასტაბილიზებელი ეფექტი. ხოლო თაფლს - ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამაძლიერებელი ეფექტი.
დაგვჭირდება:
- 5 ლ თხის რძე
- 1 წილი შვრია
- 300 გრ თაფლი
- 125 გრ 70 % - იანი სპირტი