ეს ხალხური რეცეპტი დაგეხმარებათ კუჭის წყლულის განკურნებაში!
წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტების წარმოშობით ხასიათდება. ეს დაავადება უმეტესად შედარებით აქტიურ ასაკში ვითარდება და შრომისუნარიანობის დროებით ან მყარ დაქვეითებას იწვევს. დაავადების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: ბაქტერიული ინფექცია, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, არასწორი კვება და ძლიერი ემოციური დაძაბულობა. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ მარტივ ხალხურ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ განკურნებაში.
მომზადება და გამოყენების წესი:
ექიმის კომენტარი: კარაქის გამოყენება ხალხურ მედიცინაში წყლულის დროს დაკავშირებულია მის შემდგომ მოქმედებასთან: იგი ესალბუნება ლორწოვანი გარსის დაზიანებულ ზედაპირს - დეფექტს და იცავს მას დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორებისაგან. სპირტი, როგორც ანტისეპტიკი, ანადგურებს მავნე ბაქტერიებს. რაც შეეხება თაფლს, მის სამკურნალო მოქმედებაზე არაერთხელ გვისაუბრია. ასე რომ, აღნიშნული რეცეპტი ლოგიკურია და ეფექტიანი უნდა იყოს კუჭის წყლულის შემთხვევაში, მაგრამ მკაცრად უნდა გაგაფრთხილოთ, რომ რეცეპტში მითითებულ კომპონენტთა თანმიმდევრობა აუცილებლად უნდა დაიცვათ, რადგან თუ პირველ რიგში სპირტს მიიღებთ, ამან შესაძლოა საგრძნობლად გააუარესოს თქვენი მდგომარეობა, ცხიმი კი იცავს ლორწოვანს ალკოჰოლის ზემოქმედებისაგან.
მომზადება და გამოყენების წესი:
- 1 სუფრის კოვზი კარაქი, 1 სუფრის კოვზი სპირტი, 1 სუფრის კოვზი სუფთა თაფლი. დილით უზმოზე, ჭამამდე 20 წუთით ადრე მიიღეთ იმ თანამიმდევრობით, როგორც ჩამოთვლილია.
- შემდეგ მიირთვით ნებისმიერი საკვები.
- მკურნალობის კურსი 1 თვეა.