ამერიკელი დიეტოლოგის რობერტ ატკინსის მაღალცხიმოვანი და მაღალპროტეინული დიეტა

ამერიკელი  დიეტოლოგის  რობერტ  ატკინსის  მაღალცხიმოვანი და  მაღალპროტეინული  დიეტა
ამერიკელი დიეტოლოგის რობერტ ატკინსის მაღალცხიმოვან და მაღალპროტეინულ დიეტას საფუძვლად უდევს რაციონიდან ნახშირწყლების გამორეცხვა. ნახშირწყლების ოდენობა დღეში 20 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. ნებადართულია სოკო, რადგან მასში დიდი რაოდენობით არის მცენარეული ცილა. რაც შეეხება პურს, ბოსტნეულს, ხილს, მაკარონს, ფუნთუშებს, შაქარს, ისინი თითქმის მთლიანად ირიცხება რაციონიდან. უმნიშვნელო ოდენობის ნახშირწყლოვან პროდუქტსაც კი დიეტის ეფექტურობა ნულამდე დაჰყავს.

ატკინსის დიეტის მიზანია, ორგანიზმში შექმნას მდგომარეობა, რომელსაც კეტოზი ეწოდება. ამ დროს ცხიმები სწრაფად იშლება. დიეტა ორი - ძირითადი და შემანარჩუნებელი - ნაწილისგან შედგება. პირველი ორი კვირა გრძელდება. ამ ხსნის განმავლობაში იწყება მეტაბოლური პროცესები, ხდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეგუება კვების ახალ პრინციპებთან. მეორე ნაწილის ხანგრძლივობა შეუზღუდავია. ის მიმართულია სასურველი წონის მიღეწევისა და მისი შენარჩუნებისკენ საკვების კალორიულობის შეუზღუდავად.

ღირსებები:
  • შეზღუდული არ არის ნებადართული საკვების კალორიულობა და ოდენობა.
  • დიეტის დროს სისხლში შაქრის დონე ნორმალიზდება, რაც თავიდან გვაცილებს ჰიპოგლიკემიის ისეთ სიმპტომებს, როგორიც არის ნახშირწყლოვანი დამოკიდებულება და შიმშილის მუდმივი შეგრძნება (მარტივად რომ ვთქვათ, თავისუფლდებით ტკბილეულისა და სხვა საკვების მიმართ მისწრაფებისგან).
  • ნივთიერებათა ცვლა ნახშირწყლების წვიდან ცხიმების წვაზე გადაერთვება.

    ნაკლოვანებები:
  • დიეტა დებადართულია მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანისთვის სრული სამედიცინო გამოკვლევი შემდეგ. არ შეიძლება დიაბეტიანებისთვის.

  • ნახშირწყლებზე ხანგრძლივად უარის თქმა ნეგატიურად მოქმედებს ტვინზე. ატკინსის დიეტა ბლოკავს სეროტინინის - განწყობაზე პასუხისმგებელი ქიმიური ნივთიერების - გამომუშავებას, ამიტომ მათ, ვინც ხანგრძლივად იცავს ატკინსის დიეტას, გაღიზიანებადობა, განწყობის სწრაფი ცვალებადობა ახასიათებთ. უჩივიან სისუსტეს, სწრაფად დაღლას, მეხსიერების გაუარესებას.

  • ცხიმების სიუხვის გამო იმატებს ქოლესტერინის დონე. ეს კი ქმნის ინფარქტისა და ათეროსკლეროზის განვითარების საშიშროებას.

  • თუ დიეტა ოთხ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, თავს იჩენს კანის პრობლემები, თმა შრება, მტვრევადი ხდება.

  • დიეტა არ ითვალისწინებს მარილებისა და უჯრედისის მიღებას, რაც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის.

    სანიმუშო მენიუ:
  • საუზმე - ნაღებიანი ყავა, კარაქიანი და ყველიანი ბუტერბროდი.
  • სადილი - შემწვარი ქათამი ბროკოლისა და ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად.
  • ვახშამი - ორაგულის ნაჭერი, მწვანე სალათა ბრინზით და ზეითუნის ზეთით, ერთი ჭიქა მშრალი ღვინო.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო