მსოფლიოში ყველაზე სწრაფი დიეტა წონის დასაკლებად!

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი დიეტა წონის დასაკლებად!
ამ მეთოდს იყენებდნენ ძველი ინდოელები, წონის შესანარჩუნებლად, ორთაბრძოლებში წონის დასაკლებად, ქალები სხეულის ფორმის გამოსაკვეთად და ა.შ.

დიეტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიზმი გადაიყვანოს ცხიმის წვის რეჟიმზე, ანუ მივაწოდოთ ნაკლები ნახშირწყალი, სადაც განულებულია მონოსაქარიდების რაოდენობა და მაქსიმალურად შემცირებულია პოლისაქარიდები. აუცილებელია ორგანიზმს მივაწოდოთ ცილა, ბუნებრივი მცენარეული ცხიმები და 1200 კალორია დღეში. ეს იმიტომ რომ ორგანიზმს არ დააკლდეს რაიმე სახის ვიტამინი და მინერალი, ხოლო ნახშირწყლების მაგივრად ორგანიზმს ვთავაზობთ ჭამოს და მიირთვას ჩვენივე ცხიმი.

ამ პრინციპს აგრეთვე ემატება ცხიმისმწველი, თერმოგენული ეფექტის მქონე ბუნებრივი საშუალებები, როგორიცაა მწვანე ჩაი, ლიმონი, კომბოსტო და ა.შ. ისინი ერთგვარი ბლოკატორები არიან ცხიმად გარდაქმნის პროცესში.

აგრეთვე ეს არის ვეგეტარიანული დიეტა, რომელიც გეხმარებათ დეტოქსიკაცია გაუკეთოთ სხეულს და გამოდევნოთ ხორცისგან დარჩენილი შლაკები და ქოლესტერინი.

დიეტა:

დილის 8 საათზე:

  • 1 ჭიქა თბილი წყალი ლიმონით (0 კალორია)
  • 1 ჭიქა ჩაი რძით, შაქრის გარეშე და 2 ორცხობილა (90 კალორია)


საუზმე 9 საათზე:

  • ყავისფერი პური და უმარილო ყველი + 1 ჭიქა რძე (300 კალორია)


შუა დღის წახემსება 11:30

  • ბანანი (50 კალორია)


სადილი 1 სთ ზე:

  • 1 ჭიქა ყავისფელი ბრინჯი (200 გრამი)
  • 1/2 ჭიქა შერეული ბოსტნეული (345 კალორია)


4 სთ ზე:

  • კარაქი და შავი პური (25 კალორია)


8 სთ ზე:

  • ხაჭო 0% - იანი


ეს დიეტა უნდა გაიმეორეთ კვირაში 3 ჯერ, დანარჩენ კვირის დღეებში ეცადეთ შეზღუდოთ ნახშირწყლები და მაქსიმალურად გადახვიდეთ ცილების მოხმარებაზე.

დიეტის ეფექტი ორმაგდება თუ დაუმატებთ ვარჯიშს, უზმოზე კარდიო ტიპის ვარჯიშები 30 წუთის განმავლობაში დაწვავს ორჯერ მეტ ცხიმს ვიდრე საღამოს. ასევე თერმოგენული ეფექტისტვის შეგიძლიათ დილის ვარჯიშამდე მიირთვათ მწვანე ჩაი.