თუ გადაწყვიტეთ, ტანადობა დაიბრუნოთ, მაწვნის დიეტა ამაში შესანიშნავად დაგეხმარებათ!
მაწონი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ის აწესრიგებს საჭმლის მონელებას და ბევრ პათოლოგიურ მდგომარეობას უხდება. თუ გადაწყვიტეთ, ტანადობა დაიბრუნოთ, მაწვნის დიეტა ამაში შესანიშნავად დაგეხმარებათ! მაწვნის დიეტას საფუძვლად უდევს დღიური რაციონის 1800 - 1200 კკალ - მდე შემცირება, რისთვისაც იზღუდება ან რაციონიდან გამოირიცხება ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები ( შაქარი, პურ - ფუნთუშეული, კარტოფილი ). იზღუდება ცხიმებიც. დღიური ოდენობის ნახევარი მცენარეული ზეთის წილად უნდა მოდიოდეს. ხორცი, თევზი, რძე და რძის პროდუქტები სასურველია უცხიმო მივირთვათ. არ იზღუდება ხილი და ის ბოსტნეული, რომელიც სახამებელს არ შეიცავს ( სალათა, კიტრი, პომიდორი, ბოლოკი, მწვანილი, კენკრა ).
წყლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღე - ღამეში 1,5 ლიტრს. ამაში შედის 1 ლიტრი მაწონი, რომელიც დროდადრო შეიძლება შეიცვალოს სხვა რძემჟავა პროდუქტით ( კეფირით, იოგურტით) ან ბოსტნეულის წვენით. დანარჩენ წყალს კი საკვებიდან ვიღებთ. ხილი და ბოსტნეული 80 - 90 % წყალს შეიცავს, ხორცი და თევზი - 70 - 80 % - ს, მოხარშული ძეხვი - 60 - 70% - ს, პური - 30 - 40 %-ს. მარილი უნდა მივიღოთ არა უმეტეს 5 გრამისა ( 1 ჩ/კ ) დღეში. უმჯობესია, მოვაყაროთ უკვე მომზადებულ კერძს. საკვები სასურველია მივირთვათ ერთსა და იმავე დროს.
N 1 ვარიანტი
საუზმე - 1 ჭიქა მაწონი, გახუხული პური
მეორე საუზმე - 2 ვაშლი, 1 ჭიქა მაწონი
სადილი - ბოსტნეულის სალათა, ვინეგრეტი ან მჟავე კომბოსტო
სამხარი - ყველის ნაჭერი, 1 ც ვაშლი
ძილის წინ - 1 ჭიქა მაწონი ან რძე
N 2 ვარიანტი
საუზმე - 1 ჭიქა მაწონი
მეორე საუზმე - 1 ჭიქა ხილის წვენი
სადილი - 1 ნაჭერი მოხარშული თევზი
სამხარი - ხილი, უმჯობესია, ვაშლი ( 1 ცალი )
ვახშამი - 1 ცალი შემწვარი სტაფილო, პურის პატარა ნაჭერი
ძილის წინ - ერთი ჭიქა მაწონი
დიეტის ხანგრძლივობაა 21 დღე.