ახლა უკვე ვიცი, როგორ დავუბრუნო სიქათქათე წინდებსა და მაისურებს ყოველგვარი ქიმიის გარეშე! ჩემი თეთრეული თოვლზე ქათქათაა!

ახლა უკვე ვიცი, როგორ დავუბრუნო სიქათქათე წინდებსა და მაისურებს ყოველგვარი ქიმიის გარეშე! ჩემი თეთრეული თოვლზე ქათქათაა!
ქათქათა წინდები და მაისურები - მოხდენილი და ლამაზია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზადოდ სუფთაა. გაყვითლებული სამოსი ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს განსაკუთრებით ბავშვის ტანსაცმელს ეხება.



ბავშევი მუდამ იპოვიან ადგილს, სადაც კარგად მოითხვრებიან, მათი სამოსის ქიმიური საშუალებებით გარეცხვა კი უსაფრთხო არ არის. როგორ დავურუნოთ უწნდებური სიქათქათე ნივთებს? ამის შესახებ დღეს Fpaparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ და გამოცდილ ხალხურ საშუალებებს შემოგთავაზებთ.




როგორ გავათეთროთ ნივთები

გათეთრება ბორის მჟავით


ბორის მჟავა ნებისმიერ აფთიაქში იყიდება. ის ღრმად შედის ქსოვლიშ და ყველაზე ძველ ჩამჯდარ ჭუჭყსაც შანსს არ უტოვებს.

საჭირო მასალა


  • 20 გრ ბორის მჟავა
  • 10 ლ წყალი


გამოყენება

  1. 10 ლიტრ წყალში დაამატეთ 20 გრ ბორის მჟავა.

  2. კარგად გახსენით. ხსნარში მოათავსეთ ჭუჭყიანი ნივთები 2 საათით.

  3. შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებისამებრ.


გათეთრება მარგანეცისა და სარეცხის ფხვნილის მეშვეობით

საჭირო მასალა


  • 200 გრ სარეცხის ფხვნილი
  • 10 ლ წყალი
  • მარგანეცის რამდენიმე კრისტალი


გამოყენება

  1. სათლში ჩაასხით ცხელი წყალი და დაამატეთ 200 გრ სარეცხის ფხვნილი.
  2. ცოტაოდენი მარგანეცი გახსენით ჭიქა წყალში. წყალი ოდნავ ვარდისფერი უნდა გამოვიდეს.

  3. დაელოდეთ, სანამ კრისტალები კარგად გაიხსნება, შემდეგ ჩაასხით სათლში.

  4. მოათავსეთ სათლში უკვე გარეცხილი თეთრი ნივთები.
  5. კარგად დააფარეთ სათლს პოლიეთილენის პარკი და დაელოდეთ, სანამ წყალი ბოლომდე გაცივდება. შემდეგ კარგად გაავლეთ ტანსაცმელი წყალში.




როგორც ხედავთ, ტანსაცმლის უწონდებური სიქათქათის დაბრუნება რთული აარის. ახლა უკვე იცით, როგორ შეიძლება ნივთების გათეთრება შინაურ პირობებში ისე რომ დიდხანს გაახაროს თვალი იდეალური სისუფთავით.