თეთრი ტანსაცმლიდან ლაქები ვერაფრით ამომყავდა. მეგობარმა ბორის მჟავის გამოყენება მირჩია.

თეთრი ტანსაცმლიდან ლაქები ვერაფრით ამომყავდა. მეგობარმა ბორის მჟავის გამოყენება მირჩია.
თითოეულმა დიასახლისმა ძალიან კარგად იცის, თუ რამდენად რთულია თეთრი ტანსაცმლიდან ლაქების ამოყვანა, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ საქმე ბავშვების ტანსაცმელს ეხება.



როგორც წესი, მოცემული პრობლემის გასამკლავებლად ჩვენ სხვადასხვა ქიმიურ საშუალებებს მივმართავთ, თუმცა ისინი საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან გაჟღენთილია მავნე ქიმიური ნივთიერებებით. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ერთ საოცრად იაფ, მარტივ და ეფექტურ მეთოდს, რომელიც თეთრი ტანსაცმლიდან ლაქებს მყისიერად ამოიყვანს.



თქვენ დაგჭირდებათ:

  • 20 გრამი ბორის მჟავა;
  • 10 ლიტრი წყალი.

ბორის მჟავის შეძენას მარტივად შეძლებთ აფთიაქებში.

გამოყენება:

  1. 10 ლიტრ წყალში გახსენით 20 გრამი ბორის მჟავა.



  2. მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ თეთრი ტანსაცმელი 2 საათით.



  3. 2 საათის შემდეგ გარეცხეთ ნივთები სარეცხ მანქანაში ჩვეულებისამებრ. თქვენი ტანსაცმელი ახალივით თეთრი და ბზინვარე იქნება.

კიდევ ერთი საოცრად ეფექტური საშუალება თეთრი ტანსაცმლიდან ლაქების ამოსაყვანად კალიუმის პერმანგანატია(მარგანცოვკა).

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 200 გრამი სარეცხი ფხვნილი;
  • 10 ლიტრი წყალი;
  • რამდენიმე კრისტალი კალიუმის პემანგანატი.

გამოყენება:

  1. ცხელი წყლით სავსე ვედროში ჩაამატეთ 200 გრამი სარეცხი ფხვნილი.

  2. კალიუმის პერმანგანატის რამდენიმე კრისტალი გახსენით 1 ჭიქა წყალში. წყალი უნდა შეიფეროს ღია ვარდისფრად.



  3. რამდენიმე წუთის განმავლობაში კარგად ურიეთ ''მარგანცოვკის'' ხსნარს. მისი კრისტალები ბოლომდე უნდა გაიხსნას მცირე რაოდენობით წყალში და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაემატოს ვედროში, რათა არ დატოვოს ლაქები თეთრ ტანსაცმელზე.



  4. ჩაალბეთ თეთრი ტანსაცმელი მიღებულ ხსნარში.



  5. მოითმინეთ იქამდე, სანამ ცხელი წყალი კარგად არ გაცივდება. ამის შემდეგ გაავლეთ თეთრი ტანსაცმელი წყალში და გაფინეთ გასაშრობად. ლაქები უკვალოდ გაქრება!

ორივე მეთოდი პირადად გამოცდილი მაქვს და მინდა გითხრათ, მათი ეფექტურობა ეჭვგარეშეა. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია თქვენს დიასახლის მეგობრებს, ისინი მადლიერები დარჩებიან!