როგორ დავუბრუნოთ ბალიშებს უწინდებური სიქათქათე: ხერხი, რომელიც თითოეულს გამოადგება
ყოველმა დიასახლისმა იცის, რომ თეთრეული 1-2 კვირაში ერთხელ მაინც უნდა გაირეცხოს. მაგრამ როგორ მოვიქცეთ ბალიშების შემთხვევაში? ალბათ, არ რეცხავთ და არც ქიმწმენდაში აბარებთ წელიწადში ერთხელ. არადა, ბალიშიც არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს. თქვენ ხომ მასზე გძინავთ!
დროთა განმავლობაში ბალიშზე ოფლისგან ყვითელი ლაქები ჩნდება, შიგნით მტვერი გროვდება. და წელიწადში მათი რამდენჯერმე გამოცვლა - გამოსავალი ნამდვილად არ არის. ბალიშებს უწინდებური სიქათქათე რომ დაუბრუნოთ, ჩვენ მოვამზადეთ მათი გაწმენდის დეტალური ინფორმაცია.
თანაც, ეს მეთოდი უხდება როგორც ბამბის, ასევე, ბუმბულისა და სინთეთიკურ ბალიშებს.
როგორ გავრეცხოთ ბალიშები
ესეც ასე! ამის მერე კარგად გააშრეთ ბალიშები. გარეცხვისას მანქანაში შეგიძლიათ ჩოგბურთის ბურთები შეყაროთ, ბუმბული რომ არ დაიშალოს.

- მოხსენით შალითები - ისინი ცალკე უნდა გაირეცხოს.
- მოათავსეთ ბალიშები სარეცხის მანქანაში. უმჯობესია, ორი ერთად გარეცხოთ, ამგვარად, მანქანა ბალანსს დაიცავს და ბალიშები კედლებს არ მიეხეთქება.
- დაამატეთ სარეცხი საშუალება. სიყვითლის მოსაცილებლად, შეურიეთ 1 ჭიქა სარეცხის ფხვნილი, 1 ჭიქა მათეთრებელი და ნახევარი ჭიქა ბორაქსი (ბურა).
- გარეცხეთ მაქსიმალურად ცხელი წყლის რეჟიმში. გაითვალისწინეთ ასევე გავლების 2 ციკლი, ქიმიის კარგად მოსაცილებლად.
ესეც ასე! ამის მერე კარგად გააშრეთ ბალიშები. გარეცხვისას მანქანაში შეგიძლიათ ჩოგბურთის ბურთები შეყაროთ, ბუმბული რომ არ დაიშალოს.