ბავშვობის ყველაზე საყვარელი დესერტის მარტივი რეცეპტი: ვაფლის გრილიაჟი თხილითა და თაფლით

ბავშვობის ყველაზე საყვარელი დესერტის მარტივი რეცეპტი: ვაფლის გრილიაჟი თხილითა და თაფლით
Fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ გაიხსენთ ბავშვობა და მოამზადოთ ყველასათვის საყვარელი დესერტი. ბევრი თხილი, სასარგებლო თაფლი, ფირფიტები, რომლებსაც გამოცხობა არ სჭირდება. გემრიელი, ხელმისაწვდომი და მარტივი! სხვა რა უნდა ინატრო!

ინგრედიენტები:

  • 250 გრ კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა თაფლი
  • 2 ჭიქა ნიგოზი
  • 150 გრ ნამცხვარი
  • 6-7 ვაფლის ფირფიტა
  • 1 მწიკვი ვანილი


მომზადება:

  1. დააქუცმაცეთ ნამცხვარი. გაატარეთ ნიგოზი.
  2. სქელ ქვაბში ნელ ცეცხლზე დაადნეთ კარაქი, დაამატეთ შაქარი, თაფლი, მუდმივად ურიეთ, სანამ ერთგვარ მასას არ მიიღებთ.
  3. დაამატეთ ქვაბში ნამცხვრის ფხვნილი, თხილი, ვანილი, მოურიეთ და მოხსენით ცეცხლიდან.
  4. ვაფლის ფირფიტებზე რიგრიგობით წაუსვით მიღებული მასა და დააწვეთ ერთმანეთზე. გააჩერეთ ტორტი 40 წუთით, სანამ შიგთავსს კარგად შეიწოვს, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!