უგემრიელესი ეკლერების მარტივი რეცეპტი

უგემრიელესი ეკლერების მარტივი რეცეპტი
fpaparazzi ყველასათვის საყვარელი დესერტის უმარტივეს რეცეპტს გთავაზობთ, რომლის მიხედვითაც ნამცხვარი განსაკუთრებულად გემრიელი გამოდის.
საჭირო მასალა:
  • კვერცხი 8 ცალი
  • წყალი 500 მლ
  • მარგარინი 250 გრ
  • ფქვილი 500 გრ

კრემი:
  • რძე 1 ლ
  • კვერცხი 4 ცალი
  • ფქვილი 1 ჭიქა
  • ვანილი 1 შეკვრა
  • კარაქი 500 გრ

მომზადების წესი:
  1. ქვაბში მოათავსეთ წყალი, კარაქი და მარილი. შემოდგით ცეცხლზე. კარაქი რომ მთლიანად გადნება და წამოდუღდება ჩაამატეთ ფქვილი.
  2. ურიეთ ხის კოვზით და შუშეთ 2-3 წუთი. ცომი მზადაა, როცა მოგუნდავდება და ქვაბის კედლებს ადვილად მოსცილდება. გადმოდგით და სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები.
  3. გადაიტანეთ ცომი საკონდიტრო ტომარაში და ეკლერის ფორმით გაანაწილეთ ქაღალდჩაფენილ ღუმელის ტაფაზე. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.
  4. კრემი: ჩაასხით ქვაბში რძე, დაამატეთ კვერცხი და ათქვიფეთ ხელის სათქვეფით. შეურიეთ შაქარი.
  5. დადგით ცეცხლზე და ხშირი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე.
  6. ამის შემდეგ მინიმალურ ცეცხლზე, გამუდმებული მორევით ხარშეთ შესქელებამდე. დაუმატეთ ვანილი, გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.
  7. გაცივების შემდეგ შეათქვიფეთ კარაქი. ჩაუდეთ ეს კრემი ეკლერებს გულში და ზემოდან მოასხით მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!