თაფლისა და ნიგვზის ტორტი- გემო წარსულიდან, რომელიც არ დაგავიწყდებათ

თაფლისა და ნიგვზის ტორტი- გემო წარსულიდან, რომელიც არ დაგავიწყდებათ
მომზადების დრო- 2,30 წთ, პორციების რაოდენობა- 8-10, მომზადების სირთულე- საშუალო, კალორიულობა- 577 კკ-ია.

საჭირო მასალა კრემისთვის:

  • 0,5 ლ უცხიმო ნაღები
  • 1ჩ.კ სახამებელი
  • 30მგ კონიაკი
  • 200გ თაფლი
  • 4 კვერცხის გული
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • ვანილი გემოვნებით

საჭირო მასალა ბისკვიტისთვის:

  • ფქვილი- 2ჭიქა
  • გამაფხვიერებელი- 2ჩ.კ
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 4 კვერცხი
  • 250 გ თაფლი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • კაკაოს ფქვნილი- 2ჩ.კ


საჭირო მასალა მოსართავად:

  • 1ფილა მწარე შოკოლადი
  • 50გ ცხიმიანი ნაღები.


მომზადების წესი:

  1. კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად. ნიგოზი მოხალეთ ცხელ ტაფაზე და წვრილად დაჭერით, თაფლი დაადნეთ.
  2. ერთმანეთში აურიეთ თაფლი, კვერცხი და ნიგოზი. შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მიღებული ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. ერთ ნაწილს დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი. ცომი შედეთ მაცივარში 4-6 საათის განმავლობაში.
  3. ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე და გამოაცხვეთ 4 თხელი ფენა ბისკვიტი.
  4. კრემისათვის თაფლი დაადნეთ, აურიეთ შაქართან ერთად, შემდეგ დაუმატეთ 1 ს.კ წყალში გახსნილი სახამებელი, ცოტა ნაღები და ათქვეფილი კვერცხის გულები.
  5. დარჩენილი ნაღებს დაუმატეთ ვანილი და აადუღეთ. თან გამუდმებით ურიეთ და ჩაუმატეთ კვერცხისა და თაფლის მასა. კვლავ გამუდმებით ურიეთ და მანამ დატოვეთ ცეცხლზე, სანამ არ გასქელდება.
  6. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააცივეთ და გაატარეთ საწურში.
  7. კონიაკი გახსენით წყალში პროპორციით- 1:1. დანამეთ ნამცხვრის ფირფიტები, წაუსვით კრემი და დააწყვეთ ერთმანეთზე.
  8. შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაუმატეთ ნაღები და წაუსვით ნამცხვარს ზემოდან.

გემრიელად მიირთვით